23:21 20 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0606
  • 100 RUB3.9087
  • USD2.6179
ანაკლია

ანაკლია მეოთხედ მასპინძლობს "მომავლის ბანაკს"

© FB / Anaklia
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
35 0 0

„მომავლის ბანაკი“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ყველაზე მასშტაბური პროგრამაა, რომელსაც ცენტრი მეოთხე წელია საქართველოს მთავრობის განკარგულებით ახორციელებს.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ანაკლიაში საზეიმოდ გაიხსნა „მომავლის ბანაკი 2016“. 

პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ბანაკის პირველი სტუმრები სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები არიან. წელს ანაკლიაში ზაფხულს 2 300-ზე მეტი მოზარდი გაატარებს. მათ შორის 50 მოზარდი ოკუპირებული აფხაზეთიდან იქნება, 40 პანკისიდან.

გახსნის ცერემონიას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილეებთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორთან, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად. 

სოფო კაკაჩია

მთავარი თემები