23:37 22 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
სამარშრუტო ტაქსი

მიკროავტობუსების მძღოლები გამორთული კონდიციონერის გამო დაისჯებიან

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
26 0 0

თბილისში მიკროავტობუსების იმ მძღოლებს, რომლებიც კონდიციონერის ჩართვაზე უარს განაცხადებენ, დროებითი სამსახურიდნ ჩამოშორება ან დათხოვნა ემუქრებათ.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქში მოძრავ მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის მონიტორინგისთვის სპეციალური ჯგუფების შექმნა დაავალა. მიკროავტობუსების მძღოლები ვალდებულები არიან ჩართონ კონდიციონერი, თუ ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსს აღემატება.

„მერიის მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას 18 ივლისიდან შეუდგებიან და კომპანიას რეაგირებისთვის გადასცემენ იმ მიკროავტობუსების სიას, რომლებსაც მგზავრების გადაყვანისას კონდიციონერები არ ექნებათ ჩართული“,-აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ აცხადებს, რომ ურჩი მძღოლების წინააღმდეგ სანქციები გატარდება.

თუ მძღოლი კონდიციონერის ჩართვაზე უარს განაცხადებს, ის სამსახურიდან ორი კვირით ჩამოშორდება.  განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, მძღოლი ერთი თვით უმუშევარი დარჩება. თუ კი ეს კიდევ ერთხელ მოხდება,  „თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლთან კონტრაქტის დარღევის უფლებას იტოვებს 

ყველა მგზავრს საინფორმაციო ცენტრის ნომერზე 032 220-03-40  დარეკვა და თავისი პრეტენზიების დაფიქსირება შეუძლია.

გასულ წელს კომპანიამ მიკროავტობუსებში დამონტაჟებული გაუმართავი კონდიციონერების შეკეთებაზე 200 ათასი ლარი დახარჯა.

მთავარი თემები