ამინდი: საქართველოში იწვიმებს

© courtesy of page "Batumi City"წვიმიანი ბათუმი
წვიმიანი ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსები ამ კვირაში ქარს, წვიმასა და ტემპერატურის დაწევას გვპირდებიან.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. კვირის ბოლომდე მთელ საქართველოში წვიმა და ტემპერატურის დაწევაა მოსალოდნელი.

19 ივლისი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში — ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 17-22 მეტრი იქნება წამში, ხოლო აღმოსავლეთში, მათ შორის თბილისში შეიძლება 20-25 მეტრამდე გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 20-25 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით —24-29; მაღალ მთაში ღამით — 9-14, ხოლო დღისით —19-24. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 20-25 გრადუსი, ხოლო დღისით — 33-38. მაღალ მთაში ღამით 13-18, ხოლო დღისით — 22-27 გრადუსი სითბო იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ღამით 22, ხოლო დღისით 35 გრადუსია მოსალოდნელი.

20 ივლისი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, ხოლო აღმოსავლეთში, მათ შორის თბილისში — 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 18-23 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით —25-30; მაღალ მთაში ღამით — 8-13, ხოლო დღისით —19-24. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 18-23 გრადუსი, ხოლო დღისით — 30-35. მაღალ მთაში ღამით 10-15, ხოლო დღისით — 20-25 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში მოსალოდნელია ცვალებადი წვიმა ელჭექით. ღამით იქნება 21, ხოლო დღისით — 35 გრადუსი სითბო.

21 ივლისი

ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვაც. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 18-23 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით —27-32; მაღალ მთაში ღამით — 8-13, ხოლო დღისით —22-27. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 18-23 გრადუსი, ხოლო დღისით — 32-37. მაღალ მთაში ღამით 11-16, ხოლო დღისით — 23-28 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ღამით იქნება 21, ხოლო დღისით — 35 გრადუსი.

ყველა ახალი ამბავი
0