21:49 23 იანვარი 2018
პირდაპირი ეთერი
სერგეი ლავროვი და ანდერს ფოგ რასმუსენი

გამოკითხვა: ნატო და რუსეთი პირდაპირ სამხედრო კონფლიქტზე არ წავლენ

© RIA Novosti. Eduard Pesov
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
21 0 0

გამოკითხულთა მხოლოდ 13% ვარაუდობს, რომ ზესახელმწიფოების სამხედრო დაპირისპირება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გახდება.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. Sputnik-ის მიერ გამოკითხულ მკითხველთა 46%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ რუსეთი და ნატო პირდაპირ სამხედრო კონფლიქტზე არ წავლენ.

მკითხველმა მონაწილეობა მიიღო გამოკითხვაში „შესაძლებელია თუ არა  ნატოსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტაკება?“

გამოკითხულთა 32,9% მიიჩნევს, რომ დაპირისპირება მოხდება, ოღონდ მესამე ქვეყნებისა და ძალების საშუალებით, ხოლო 13% დარწმუნებულია, რომ ზესახელმწიფოების სამხედრო შეტაკება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გახდება.

Sputnik-ის მკითხველთა 7,5% ვარაუდობს, რომ რუსეთისა და ნატოს დაპირისპირება უახლოეს მომავალში გარდაუვალია.

მთავარი თემები