იპოვეს ქართული ოჯახი, რომელსაც ნიცაში ტერაქტის შემდეგ ეძებდნენ

© REUTERS / ERIC GAILLARDპოლიციელები ტერაქტის ადგილზე ნიცაში
პოლიციელები ტერაქტის ადგილზე ნიცაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოჯახი, რომელიც რამდენიმე თვეა ნიცაში ცხოვრობს, უსაფრთხოდ არის. ოჯახის წევრები საფრანგეთის მოქალაქეები არიან.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ქართული ოჯახი, რომელსაც ნიცაში ტერაქტის შემდეგ ეძებდნენ, როგორც აღმოჩნდა, სახლში იყო, განაცხადა საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან სატელეფონო საუბრისას.

ნიცაში 14 ივლისს ტერორისტულ შეტევას 84 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 200 ადამიანი დაიჭრა, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან. ხალხის მასაში სატვირთო ავტომანქანა შეიჭრა. ტურისტები და ადგილობრივები ამ დროს ბასტილიის აღების დღესასწაულთან დაკავშირებით ფეიერვერკის სანახავად ინგლისურ სანაპიროზე იყვნენ შეკრებილი.

ტერაქტის ადგილზე ნიცაში - Sputnik საქართველო
ბესიკ ალადაშვილი: უცხოეთის საელჩოები, შესაძლოა, ტერორისტების სამიზნე გახდეს

„ვიპოვეთ ეს ოთხი ქართველი. კარგად არიან, უსაფრთხოდ. უბრალოდ, სახლში ყოფილან და ზარებს არ პასუხობდნენ… მათი ახლობლები დაგვიკავშირდნენ თბილისიდან, რომლებიც ვერ უკავშირდებოდნენ მათ“, — აღნიშნა საქართველოს ელჩმა.

მან ასევე დააზუსტა, რომ ოჯახი ნიცაში ცხოვრობს და არა ლიონში, როგორც ეს ადრე გამოცხადდა. ნიცაში ისინი რამდენიმე თვის წინ გადავიდნენ. ისინი საფრანგეთის მოქალაქეები არიან.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან, განაცხადა ელჩმა.

საქართველოს საელჩოში მოქმედებს „ცხელი ხაზი“: +33 7 83 31 86 89.

ყველა ახალი ამბავი
0