21:18 17 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
კინოაფიშა

კინო თბილისში: რა ვნახოთ 14-17 ივლისს

© Sputnik/ Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის კინოაფიშა (55)
43 0 0

ორი ლეგენდარული ჰორო-ფრანშიზის „ზარისა“ და „წყევლის“ შეხვედრა, გენიალური ჯუდ ლოუ და კოლინ ფერტი, ასევე სხვა მრავალი სასაცილო, ლამაზი, საშინელებათა და შთამბეჭდავი კინო. „Sputnik საქართველო“ განაგრძობს ყველაზე საინტერესო კინოპრემიერებისა და ფილმების მიმოხილვას, რომლებიც თბილისელმა კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ.

14 ივლისიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:

„ზარი vs წყევლა“ (Sadako vs Kayako) — ეს რატომ არავინ მოიფიქრა აქამდე: ორი იაპონური ჰორორ-ფრანშიზის გმირის ტეტ-ა-ტეტ შეხვედრა?! სადაკო („ზარი“), როგორც ცნობილია, ტელევიზორიდან უბედურების მომტანი ვიდეოკასეტის ყურებიდან მეშვიდე დღეს გამოძვრებოდა ხოლმე, ხოლო კაიიაკო (წყევლა) საშინელ სახლში გამოჩნდებოდა ხოლმე და თავისი მკვლელობისთვის შურს იძიებდა. ახალ სიკველში უცნაური ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ ორი გოგონა წყევლის მსხვერპლი ხდება. წყევლისგან გასათავისუფლებლად ისინი მიტოვებულ სახლში მიდიან. მეგობარი გოგონები ორი დემონის დაპირისპირების პროვოცირებას ახდენენ და მათი ეპიკური შეტაკების მოწმე ხდებიან.

„გენიოსი“ (Genius) — რეჟისორ მაიკლ გრანდაჯის დრამაა, ეფუძნება პულიცერის პრემიის მფლობელის, ცნობილი ამერიკელი ბიოგრაფის სკოტ ბერგის ბიოგრაფიას. ფილმი ორი ძალზე ნიჭიერი ადამიანის — მწერალ ტომას ვულფისა და გამომცემლის მაქს პერკინსის რთულ მეგობრობაზე მოგვითხრობს, რომლებმაც მთელ მსოფლიოს ისეთი დიდი რომანისტები გააცნეს, როგორებიც არიან სკოტ ფიცჯერალდი და ერნესტ ჰემინგუეი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ჯუდ ლოუ, კოლინ ფერტი და ნიკოლ კიდმანი.

გასული კვირიდან ქართულ კინოგაქირავებაშია რეჟისორ თეა შეროკის ამერიკული რომანტიკული ფილმი „შენთან შეხვედრამდე (Me Before You) ჯოჯო მოიესის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, რომელშიც მთავარ როლს ტელესერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი ემილია კლარკი ასრულებს; „ერთნახევარი ჯაშუში“ (Central Intelligence) და კამერული დრამატული ტრილერი  „სისხლიანი ნაპირი“ (The Shallows).

თბილისის კინოთეატრებშია რეჟისორ ჯეიმს ვანის საშინელებათა ფილმი „წყევლა 2“ (The Conjuring 2), დრამა „ნგრევა“ (Demolition); ნიკოლას სტოლერის კომედია „მეზობლები: ომის ბილიკზე 2“ (Neighbors 2: Sorority Rising), სათავგადასავლო ბოევიკი „ტარზანი. ლეგენდა“ (The Legend of Tarzan).

კინო ბავშვებისა და მოზარდებისთვის — 3D ანიმაციური ფილმი „დორის ძიებაში“ (Finding Dory) და რეჟისორისა და პროდიუსერის სტივენ სპილბერგის  „დიდი და კეთილი გოლიათი“ (The BFG).
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

თემები:
თბილისის კინოაფიშა (55)

მთავარი თემები