საქართველომ ევროპის სასამართლოში ზურაბ ჭანკოტაძის საქმე წააგო

© AFP 2024 / FREDERICK FLORINევროპული სასამართლოს შტაბ-ბინა სტრასბურგში
ევროპული სასამართლოს შტაბ-ბინა სტრასბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ ჩათვალა, რომ სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი კერძო კომპანიებთან შეთანხმებების გაფორმების გამო უსაფუძვლოდ გაასამართლეს.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, აწ განსვენებული ზურაბ ჭანკოტაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. ის 2004 წელს სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

საქმეზე „ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა – მეხუთე მუხლის (თითოეულის თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) და მეექვსე მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ჭანკოტაძე 2004 წლის სექტემბრიდან 2005 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში წინასწარ პატიმრობაში აღკვეთის ზომის გაგრძელების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე იმყოფებოდა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
პროკურატურამ მერაბიშვილზე ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქმე აღძრა

ევროპული სასამართლოსთვის გაუგებარია ჭანკოტაძის მიმართ წაყენებული ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ სამ კერძო სამოქალაქო ავიაკომპანიასთან შეთანხმებების გამო, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ეს 2003 წლის იანვარში აკრძალა, სასამართლო გადაწყვეტილება მსგავსი შეთანხმებების დადებას მთლიანად არ კრძალავდა.

ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჭანკოტაძის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლიც (უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა მიზნებისთვის, გარდა იმისა, რისთვისაც ის გათვალისწინებული იყო).

ევროპულმა სასამართლომ საქართველოს დაზარალებულისთვის 20 ათასი ევროს — მორალური ზიანისთვის და 15 ათასი ევროს — სასამართლოს ხარჯებისთვის გადახდა დააკისრა.

ზურაბ ჭანკოტაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 2004 წელს აღიძრა. 2005 წელს პირველი ინსტანციის სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ მას ვადა ოთხ წლამდე შეუმცირა. უზენაესმა სასამართლომ 2006 წელს მისი საქმის განხილვაზე უარი განაცხადა.

ზურაბ ჭანკოტაძე 2013 წელს გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0