კინო თბილისში: რა ვნახოთ 16–19 ივნისს

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / გადასვლა მედიაბანკშიმაყურებელი კინოდარბაზში
მაყურებელი კინოდარბაზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდავიწყებით შეყვარებული თევზი დორი, კარგი ჰოლივუდელი ბიჭები, არასაბავშვო – საშინელებათა ფილმი „წყევლა“ – „Sputnik საქართველო“ განაგრძობს ყველაზე საინტერესო კინოპრემიერებისა და ფილმების მიმოხილვას, რომლებიც თბილისელმა კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ.

16 ივნისს თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:

„დორის ძიებაში“ (Finding Dory) – ესაა 3D–ანიმაციური ფულმი და მულტფილმის „ნემოს ძიებაში“ სიკველი სტუდია Pixar–ისგან. დორი ცისფერი მეგობრული ქირურგი თევზია, რომელსაც მეხსიერების პრობლემა აქვს. ბავშვობის მოგონებებით დათრგუნული ცდილობს, გათავისუფლდეს ამისგან და მარლინისა და ნემოს თანხლებით თავისი ოჯახის საძებნელად მიდის. ბავშვობისკენ მიმავალ გზაზე ის სხვებსაც უმეგობრდება და წინ მრავალი ამაღელვებელი თავგადასავალი ელოდება.

„წყევლა 2“ (The Conjuring 2) – რეჟისორ ჯეიმს ვანის საშინელებათა ფილმი, „წყევლა 1“–ის გაგრძელება. ცნობილი ექსტრასენსი ცოლ–ქმარი ედ და ლორეინ უორენები ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ენფილდში ხვდებიან, სადაც მარტოხელა დედისა და მისი ქალიშვილის დახმარებას ცდილობენ. ფილმში მონწილეობენ ვერა ფარმიგა და პატრიკ უილსონი.

„კარგი ბიჭები“ (The Nice Guys) რეჟისორ შეინ ბლექის კომედიური დეტექტივია. მთავარ როლებს ასრულებენ რაიან გოსლინგი და რასელ ქროუ. ფილმის მოქმედება 1970–იან წლებში ლოს–ანჯელესში ვითარდება. კერძო გამომძიებელი ჰოლანდ მარჩი და დაქირავებული „რკინისმკვნეტელი“ დაკარგული გოგონასა და პორნოვარსკვლავის მკვლელობის ერთი შეხედვით, ამასთან არაფრით დაკავშირებულ საქმეს იძიებენ. მაგრამ გამოძიების მსვლელობისას აღმოაჩენენ შეთქმულებას, რომელიც ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან არის დაკავშირებული. შეძლებენ თუ არა ბიჭები რთული რებუსის ამოხსნას, თუ თითოეულ მათგანს თავისი, ინდივიდუალური მეთოდი აქვს.

გასული კვირიდან ქართულ კინოგაქირავებაშია ჯონ მ. ჩუს ამერიკული ტრილერი „სიცრუის ილუზია 2“ (Now You See Me 2) და დეტექტივი „დიდი შხეფი“ (A Bigger Splash), სადაც ტილდა სუინტონი და რალფ ფაინსი მონაწილეობენ.

უკვე თბილისის კინოთეატრებშია კრიმინალური დრამა „ფინანსური მონსტრი“ (Money Monster) – მთავარ როლებში ჯულია რობერტსი და ჯორჯ კლუნი და სათავგადასავლო ფილმი–ფენტეზი „ვარკრაფტი“ (Warcraft).

ქართული კინო: ფანტაზიური კომედია „ვისი სული გსურს“.

კინო ბავშვებისა და მოზარდებისთვის – „კუ–ნინძა 2“ (Teenage Mutant Ninja Turtles: Out of the Shadows), „ალისა სარკის მიღმა“ (Alice Through the Looking Glass) და „ბრაზიანი ჩიტები კინოში“ (The Angry Birds Movie).

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0