19:02 21 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
კოლონია

გლდანის №8 საპყრობილეში 40-ზე მეტი პატიმარი შიმშილობს

© Sputnik/ Иван Руднев
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
48 0 0

მსჯავრდებულები „ამნისტიის შესახებ“ კანონის გადახედვას მოითხოვენ.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. გლდანის №8 საპყრობილეში 42 მსჯავრდებულმა, სასჯელის გადახედვის მოთხოვნით, შიმშილობა გამოაცხადა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა სამინისტროს მონაცემებით, მსჯავრდებულები,  რომლებიც უვადო პატირობაში იმყოფებიან,  2012 წლის 28 დეკემბერს მიღებულ ამნისტიის შესახებ კანონს აპროტესტებენ და არსებული ხარვეზის გასწორებას მოითხოვენ.

„გლდანის ციხეში 42 პატიმარი შიმშილობს… თუმცა, მათი მოთხოვნები ჩვენ არ გვეხება, თუ მათ „ამნისტიის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია, მათ პარლამენტს უნდა მიმართონ, რომელთა პრეროგატივაცაა კანონპროექტის გადახედვა“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ უწყების პრეს-სამსახურის თანამშრომლოს სიტყვებს.

„ამნისტიის შესახებ“ კანონი მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირებთან დაკავშირებით სასჯელის ვადის შემცირებას არ ითვალისწინებს, აღნიშნეს სამინისტროში. 

მაისის დასაწყისში გლდანის №8 საპყრობილეში შიმშილობა გამოაცხადა და დღემდე აგრძელებს მსჯავრდებული მანუჩარ ჩუბინიძე, რომელიც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გადატანის ბრალდებითაა გასამართლებული და სასჯელს უკვე რვა წელია იხდის. ისასევე მოითხოვს ბრალის გადახედვას.

ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში დაადასტურეს მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია 55 მოშიმშილის შესახებ, რომელთა ნაწილიც რუსთავის №6-ე საპყრობილეში იხდიან სასჯელს.

„ამნისტიის შესახებ“ კანონი 2012 წელს, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მიიღეს.  სწორედ ეს კანონი გახდა საფუძველი ფართომასშტაბიანი ამნისტიისა, რისი წყალობითაც, 190 მსჯავრდებულს „პოლიტპატიმრისა“ და „პოლიტდევნილის“ სტატუსი მიენიჭა.


მთავარი თემები