01:00 20 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
ქართული დროშა

უცხოეთში დიასპორისთვის „ქართული სახლები“ დაარსდება

Федеральная Грузинская Национально-Культурная Автономия в России.
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
2001

საქართველოს საზღვარგარეთ პოპულარიზაციის საქმეში დიასპორის საქმეთა სახელმწიფო მინისტრის აპარატი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს ჩართავს.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადა სპეციალური პროექტი, რომლის სახელწოდებაცაა „ქართული სახლი უცხოეთში“ და ასეთი დაწესებულებების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაარსების წინადადება წამოაყენა.

"[პროექტი] მიზნად ისახავს, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობით, საქართველოს კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების, ეკონომიკური, ტურისტული, სასოფლო–სამეურნეო და სხვა მიმართულებების პოტენციალის საზღვარგარეთ წარმოჩენასა და საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციას", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღეისათვის უცხოეთის ქვეყნებში არსებობს როგორც ისტორიული დიასპორა — საქართველოდან 1990 წლამდე წასული ხალხი, დაახლოებით ერთ მილიონ კაცზე მეტი, ისე 90–იანების შემდეგ ქვეყნიდან გასული ემიგრანტები — დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანი.

მთავარი თემები