05:52 26 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0798
  • 100 RUB3.9875
  • USD2.6184
სტუდენტური დღეები 2016

საქართველოში სტუდენტური დღეები 2016 მიმდინარეობს

© FB/Министерство спорта и молодежи Грузии
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
9310

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამ მასშტაბური პროექტის მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენაა დედაქალაქსა და რეგიონებში.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოში „სტუდენტური დღეები 2016“ მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს ეძღვნება. 

17 მაისს ვაკის პარკში „სტუდენტური დღეები 2016“-ის გახსნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს სტუდენტურ დღეებში 46 უმაღლესი სასწავლებელია ჩართული.,პროექტის ფარგლებში უმაღლეს სასწავლებლებს შორის ტარდება კულტურულ-გასართობი, სპორტული და ინტელექტუალური კონკურსები, რომელსაც კომპეტენტური ჟიური აფასებს.

სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტური დღეების მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; სტუდენტების თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენება; რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება; თვითშემოქმედებითი და სპორტული ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდების გამოვლენა — წახალისება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას


მთავარი თემები