01:02 20 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
პოლიციის შენობა

ფოთის პოლიციის უფროსი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
4801

ზურაბ ალანია არა მხოლოდ ფოთის პოლიციის უფროსი, არამედ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ბიძაა.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ფოთის პოლიციის უფროსი ზურაბ ალანია თანამდებობიდან გათავისუფლებულია, სანამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით შემოწმება არ ჩატარდება.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი ალანიას სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს.

„დღეიდან ეს ადამიანი მითითებულ თანამდებობაზე არ მუშაობს. ის კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს იქამდე, სანამ გენერალური ინსპექცია სამსახურებრივ შემოწმებას არ დაასრულებს და შესაბამის დასკვნას არ გამოაქვეყნებს“, — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა ნატო ბერძენიშვილმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

შსს-ში სამსახურებრივი შემოწმების დეტალების გავრცელებისგან თავს იკავებენ.

ზურაბ ალანია ფოთის პოლიციას 2012 წლის მიწურულიდან უდგას სათავეში. ის არის ეკა ბესელიას — ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ბიძა.


მთავარი თემები