08:42 24 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკში მატებაა

© FB/Тбилисский зоопарк
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
2601

2015 წლის ივნისში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ზოოპარკი ახალი ცხოველებით ივსება.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. თბილისის ზოოპარკში ცოტა ხნის წინ ზებრა, პონი და შვიდი კვიცი დაიბადა, იუწყება ზოოპარკის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.

„ამჟამად გვყავს ექვსი ზებრა, მათ შორის ახალდაბადებული, რომელიც ამ ქვეყანას სულ ცოტა ხნის წინ მოევლინა, ასევე პატარა პონი და შვიდი კვიცი, რომლებიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე იმყოფებიან“, — განაცხადეს ადმინისტრაციაში. 

2015 წლის წყალდიდობისას დაზარალებულ თბილისის ზოოპარკს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის, ჰოლანდიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ისრაელისა და თურქეთის ზოოპარკები ეხმარებიან.

რიგამ თბილისის ზოოპარკს მარტში ორი თუთიყუში არა — სახელად ჩაბულისი და ფილიპინა, სამი ლამა ალპაკა — თომასი, კარმენი და კამენა, იაკი პუპოლსი და აქლემი ვილი აჩუქა. მაისის ბოლოს ზოოპარკს ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან  კიდევ ახალი ცხოველები შეემატებიან.

 

 

 

მთავარი თემები