თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

© Pixabay / WilliamChoმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაცვის სამინისტროს 2 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ბრალდებული ყოფილი თანამშრომლები აგვისტოში გირაოთი გაათავისუფლეს და თანამდებობებზე აღადგინეს, თუმცა სასამართლომ მათ დღეს შვიდ-შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთ ყოფილ თანამშრომელს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის შვიდ-შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ედებოდათ საკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ თავდაცვის საამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაყალბება და 4 მლნ 102 ათასი ლარის ოდენობის სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვა.

საქართველოს კონსტიტუცია - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საკონსტიტუციო კომისია გააკრიტიკა

„გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოცხადებისთანავე შედის. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით“, — განაცხადა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა.

პატიმრობის გარდა, მსჯავრდებულებს ორი წლის ვადით საჯარო თანამდებობების დაკავება ეკრძალებათ.

მოსამართლეს სხდომის ჩატარება დახურულ კარს მიღმა მოუწია, რადგან განაჩენის გამოცხადებამ დაკავებულების ახლობლების უკმაყოფილება მოიწვია.

უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 19 ივნისს და ბრალდებულები წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მათ თავდებად საქართველოს პარლამენტის დეპუტატები — ვიქტორ დოლიძე, ნინო გოგუაძე, შალვა შავგულიძე, ზურაბ აბაშიძე და ირაკლი ჩიქოვანი დაუდგნენ.

თავდაცვის სამინისტროს ექს-თანამშრომლებისთვის აღკვეთის ზომის შეცვლის შუამდგომლობით საქართველოს მთავარი პროკურატურაც გამოვიდა და მათი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე გათავისუფლებისთვის გირაოს სახით 10 ათასი ლარის ოდენობის თანხა მოითხოვა.

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტროს გათავისუფლებული თანამშრომლები თანამდებობებზე აღადგინეს

დაკავებულთა შორის იყვნენ: შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი.

საქართველოს მთავარ პროკურატურასა და თავდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირება, რაც თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების მიმართ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის აღძვრამ გამოიწვია, თავდაცვის მაშინელ მინისტრ ირაკლი ალასანიასა და კოალიცია „ქართული ოცნების“ მმართველ წრეებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის 4 ნოემბერს ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ალასანია თავიდანვე დაეჭვდა თავისი თანამშრომლების ბრალეულობაში და განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0