15:05 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ტოტალური კარნახი საქართველოში

ქვეყნის მოსახლეობის 7.1%-ს ქართულად საუბარი უჭირს

© Sputnik/ Levan Avlabreli
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
17 0 0

საყოველთაო აღწერისას 41 ათასმა კაცმა უარი თქვა დაეფიქსირებინა, იცის თუ არა ქართული ენა.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს მთელი მოსახლეობის 7.1%-ს ქართულად თავისუფლად საუბარი უჭირს, ცხადყოფს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები.

ბოლო საყოველთაო აღწერა საქართველოში 2014 წლის 5–19 ნოემბერს ჩატარდა და ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 87% მოიცვა — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის გამოკლებით.

როგროც აღწერამ აჩვენა, 3.7 მლნ კაციდან ქართულად თავისუფლად მხოლოდ 263.7 ათასი კაცი ვერ საუბრობს. ეს ძირითადად აზერბაიჯანული (65,3%), სომხური (28,2%) და რუსული (3,4 %) მოსახლეობაა.

41 ათასმა ადამიანმა უარი თქვა დაეფიქსირებინა, იცის თუ არა ქვეყნის სახელმწიფო ენა.

საყოველთაო აღწერის შედეგების თანახმად, სულ ქართულად საუბრობს მოსახლეობის 86.7%, აზერბაიჯანულად — 6.2%, სომხურად — 3,9% და რუსულად —1.2%.

მთავარი თემები