14:51 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
დაჭრილი სამხედროები

ქართველი სამხედროები "ძლიერთა თამაშებში" მიიღებენ მონაწილეობას

© FB/Министерство обороны Грузии
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
1201

„ძლიერთა თამაშები“ - სპორტული ღონისძიება ჯარისკაცი-ინვალიდებისთვის, რომელიც 2014 წელს გაერთიანებული სამეფოს პრინცმა ჰარიმ დააფუძნა.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ქართველი სამხედროები საერთაშორისო თამაშებში „ძლიერთა თამაშებში“ მიიღებენ მონაწილეობას, რომელივ 8-12 მაისს ქალაქ ორლანდოში გაიმართება.

„ძლიერთა თამაშები“, რომლის მონაწილეებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები არიან, გაერთიანებულ სამეფოს პრინც ჰარის ორგანიზებით, 2014 წელს დედოფალ ელიზავეტ მეორის ოლიმპიურ პარკში დაფუძნდა.  

  

დღეს 14 ქართველი მებრძოლი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაიჭრნენ, აშშ-ში გაემგზავრნენ.  სპორტულ ღონისძიებაში ისინი მონაწილეობას მიიღებენ ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა სირბილი, მჯდომარე ფრენბურთი, მძლეოსნობა, სირბილი, მშვილდოსნობა და ნიჩბოსნობა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც ქართველი ჯარისკაცები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა, იმედი გამოთქვა, რომ ქართველი სამხედროები სამშობლოში გამარჯვებულები დაბრუნდებიან.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ბიჭები „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობენ, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ოთხთვიანი ვარჯიში, რომელიც თამაშების დაწყებამდე მათ გაიარეს, შედეგიანი იქნება და ისინი გამარჯვებულები დაგვიბრუნდებიან“, — განუცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებს. 


მთავარი თემები