06:39 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
მართლმსაჯულება

შს მინისტრის მოადგილეს ბიძინა კუჭავას ოჯახი უჩივის

© photo: Sputnik / Andrei Starostin
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
11 0 0

გარდაცვლილი ბიზნესმენის ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატის განცხადებით, არჩილ თალაკვაძემ მკვლელობის დეტალები მანამდე გაახმაურა, ვიდრე შსს-ს ოფიციალური ვერსია გამოქვეყნდებოდა.

თბილისი, 18აპრილი — Sputnik. გარდაცვლილი ბიზნესმენის ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და ღირსების შელახვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის წინააღმდეგ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიმდინარე წლის იანვარში რადიოსადგურ „საქართველოს ხმის“ დამფუძნებელი, გარდაცვლილი ბიზნესმენი ბიძინა კუჭავა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში დაადანაშაულა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ვერსია, რომ კუჭავამ მოკლა ქირია, თაკალვაძემ საინფორმაციო საშუალებებში შსს-ს მიერ საქმის დეტალების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე გაახმოვანა.

„ჩვენ სარჩელი შევიტანეთ და 2016 წლის 17-დან 26 იანვრის ჩათვლით პერიოდში თალაკვაძის განცხადებებისა და კომენტარების უარყოფას მოვითხოვთ, რომლითაც შეილახა კუჭავას ღირსება და პატივი. ასევე მოვითხოვთ მორალური ზიანის ანაზღაურებას 300 ათასი დოლარის ოდენობით“, — განაცხადა კორკოტაძემ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“.

ქირიას ცხედარი მისი გაუჩინარებიდან სამ დღეში, 16 იანვარს ქირიას მიერ დაქირავებულ ბინაში აღმოაჩინეს. მას შემდეგ, რაც შსს-ს თანამშრომლები სავარაუდო დამნაშავის ძებნას შეუდგნენ, კუჭავას ავტომობილი პატრულმა გააჩერა. პოლიციის თანამშრომლების დანახვისას კუჭავამ იარაღი ამოიღო და თავი მოიკლა.

მთავარი თემები