ტექნოპარკმა ბიზნეს იდეების კონკურსი გამოაცხადა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსზე რეგისტრაციისათვის აუცილებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 15 აპრილი. მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე 18-დან 29 აპრილის ჩათვლით, ხოლო შერჩეული გუნდები ტექნოპარკში არაუგვიანეს 2016 წლის 1 მაისიდან განთავსდებიან.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკმა ბიზნეს ინკუბატორში განსათავსებლად ტექნოლოგიური სტარტაპების კონკურსი გამოაცხადა.

სტარტაპის ინოვაციური იდეა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს უნდა აკმაყოფილებდეს როგორიცაა:1. მობილური აპლიკაცია; 2. ვებ. აპლიკაცია; 3. მაღალტექნოლოგიური “ჰარდვეარი”; 4. ვირტუალური რეალობის აპლიკაცია/თამაში; 5. კომპიუტერული თამაში; 6. Internet of Things (IoT). 

შერჩეული სტარტაპები განთავსდებიან ტექნოპარკის საერთო სამუშაო სივრცეში, სადაც ბიზნეს ინკუბატორი მათ შესთავაზებს მომსახურების სრულ ციკლს იდეიდან სტაბილურად განვითარებად კომპანიად ჩამოყალიბებამდე.

ხედი მთაწმინდაზე, თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში კანის ახალგაზრდული ფესტივალის "Cannes Lions" შესარჩევი კონკურსი ჩატარდება

„ჩვენ ვეძებთ ისეთ გუნდებს, რომელთაც ბიზნეს იდეის კომერციულ პროექტად განვითარების და პროდუქტის ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე გატანის სურვილი ექნებათ. ინკუბატორის მხრიდან   მომსახურების სრული პაკეტის ფარგლებში ბიზნეს ჯგუფებს ინტელექტუალური საკუთრების კუთხით კონსულტაციასა და საპატენტო განაცხადის შევსებაში საქპატენტი დაეხმარება. გარდა ამისა, ტექნოპარკში სტარტაპებს სხვადასხვა გრანტების მოპოვების შესაძლებლობაც ექნებათ ადამიანზე 5000 ლარს საერთო ღირებულებით.“-განაცხადა Sputnik-თან საუბარში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისა სააგენტოს სტრატეგიული განვითარების სპეციალისტმა გიორგი ხაჩიძემ.

მისივე თქმით,  მალე დასრულდება სტარტაპ კომპანიების საპატენტო შეღავათებისა და ინოვაციების შესახებ კანონპროექტებზე მუშაობის პროცესიც, რაც დიდ სტიმულს მისცემს ინოვაციური იდეების ხელშეწყობას.

ტექნოპარკის ბიზნეს იდეების კონკურსზე რეგისტრაციისათვის აუცილებელია სააპლიკაციო  ფორმის შევსება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 15 აპრილი.  მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე 18-დან 29 აპრილის ჩათვლით, ხოლო შერჩეული გუნდები ტექნოპარკში არაუგვიანეს 2016 წლის 1 მაისიდან განთავსდებიან.

ლალი ნოზაძე

ყველა ახალი ამბავი
0