სენაკში ბუნებრივი აირის გაძვირებას აპროტესტებენ

გამოწერა
სენაკში ბუნებრივი აირის გაძვირება 12 თეთრით მოსახლეობამ გააპროტესტა. გაზის საფასური გაიზარდა თელავის მოსახლეობისთვისაც.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. სენაკში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, სადაც ბუნებრივი აირის 12 თეთრით გაძვირება გააპროტესტა.–ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. 

„ის რომ გაზი 60 თეთრი გახდა გაზი, ჩვენ ამის შესახებ არც თუ ისე დიდი ხანია შევიტყვეთ. ჩვენ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ მათგან პასუხი ვერ მივიღეთ. არავის არაფერი არ  აინტერესებ რა ხდება  და რატომ.  ეს აუცილებლად უნდა მიიტანოს გულთან იმან, ვისაც  ეხება“– განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ რაჯი ფოჩხუამ.

გაზის კოშკურა - Sputnik საქართველო
„სოკარი“ საქართველოს გაზის მოცულობას გაუზრდის და ფასებს შეამცირებს

სენაკის გამგებლის თქმით, გაზის  60 თეთრამდე  გაძვირება სხვა ქალაქებთან გათანაბრების მიზნით მოხდა. ოპოზიციაში განმარტავენ რომ გაზი მხოლოდ ორ ქალაქში,  სენაკსა და თელავში გაძვირდა და ტარიფს თვითნებურად შპს „გაზკო პლიუსი“ ზრდის.

ყველა ახალი ამბავი
0