ტექნიკური პრობლემების მიუხედავად საუკუნოვანი ხეები ხმელეთზე გადაიტანეს

© photo: Sputnik / Levan Avlabreliსაუკუნოვანი ხის გადატანის კადრები
საუკუნოვანი ხის გადატანის კადრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დაბა ციხისძირიდან 200-წლოვანი კვიპაროსისა და ტიტას ხის დენდროლოგიურ პარკში გადარგვა გადაწყვიტა. პირველი, 650-ტონიანი და 50 მეტრი სიგრძის ხე, ხმელეთზე უკვე გადაიტანეს.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის პატრონაჟით ციხისძირიდან დენდროლოგიურ პარკში საუკუნოვანი ხეების გადარგვასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები მოგვარებულია, პირველი ხე უკვე ხმელეთზეა, განაცხადა ორშაბათს კომპანია „ზინოს“ წარმომადგენელმა. ეს კომპანია ხეების გადარგვის სამუშაოებს აწარმოებს.

ივანიშვილმა, მიუხედავად მრავალრიცხოვანი პროტესტისა, დაბა ციხისძირიდან 200-წლოვანი კვიპაროსისა და ტიტის ხის გადარგვა დენდროლოგიურ პარკში გადაწყვიტა, რომელიც ურეკში მილიარდერის მამულის გარშემოა განთავსებული. პირველი ხე, რომელიც 650 ტონას იწონის და 50 მეტრი სიმაღლისაა, ზღვით გადმოჰქონდათ, თუმცა ხმელეთზე გადატანისას პრობლემები შეიქმნა, რაც, პირველ რიგში, შტორმმა გამოიწვია. ხუთი დღის განმავლობაში კომპანია „ზინოს“ თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ, ბეტონის მეშვეობით სანაპიროდან გზა გაკეთდა და შედეგად ხე ხმელეთზე გადაიტანეს.

„მოვამზადეთ გზა, შტორმის გამო გაჩნდა სიძნელეები, მაგრამ ახლა არანაირი პრობლემა აღარ არის. მუშაობა გრძელდება, რომ ხე, რომელიც უკვე ხმელეთზეა, თავის ახალ ადგილზე მივიტანოთ“, — განუცხადა ჟურნალისტებს „ზიმოს“ ინჟინერმა ირაკლი შანავამ.

ხეების გადარგვის პარალელურად, არ წყდება საპროტესტო აქციები, რომელშიც მონაწილეობენ ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გარემოს დაცვის ორგანიზაცია „პარტიზანი მებაღეების“ წევრები. ოპოზიციის წარმომადგენლები ამ პროცესს მილიარდერის ახირებას უწოდებენ.

© Levan Avlabreliსაუკუნოვანი ხის გადატანის ამსახველი კადრები
საუკუნოვანი ხის გადატანის ამსახველი კადრები - Sputnik საქართველო
საუკუნოვანი ხის გადატანის ამსახველი კადრები

 

ყველა ახალი ამბავი
0