საქართველოში "მისტერ და მის თბილისი 2016"-ს აირჩევენ

© photo: Sputnik / Natia Tsirekidze"მისტერ და მის თბილისი 2016"
მისტერ და მის თბილისი 2016 - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესარჩევი ტური 28 მარტს ჩატარდება. კონკურსის ფინალში, რომელიც აპრილის ბოლოს გაიმართება, 20 გოგონა და 20 ვაჟი მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. თბილისში სილამაზის კონკურსის „მის და მისტერ თბილისი 2016“-ის შესარჩევი ტური გაიმართება, აცნობეს Sputnik-ს კონკურსის ორგანიზატორ სამოდელო სააგენტო Best Models-ში. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება 16-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შუეძლიათ, რომლებმაც შესაბამისი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ: გოგონების სიმაღლე — 1,70 მ-დან ზემოთ, ვაჟების — 1,80 მ-დან ზემოთ. 

„ჩვენ იმ ახალგაზრდებს ვეძებთ, რომლებიც შეძლებენ ღირსეულად და საინტერესოდ წარმოაჩინონ საკუთარი თავი. რადგან ეს სილამაზის კონკურსია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმ პარამეტრების მქონე ახალგაზრდებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ჩვენ მოთხოვნებს“, — განაცხადა პროექტის ორგანიზატორმა კახა ხაბეიშვილმა. 

შესარჩევი ტური, რომლის შედეგად 20–20 კონკურსანტი გოგონა და ვაჟი გამოვლინდება, 28 მარტს ჩატარდება. კონკურსის ფინალი კი აპრილის ბოლოს გაიმართება.

„მის თბილისი 2016“-ის გამარჯვებული გარდამავალ ოქროს გვირგვინთან ერთად საჩუქრად ავტომობილსაც მიიღებს. „მისტერ თბილისი 2016“-ის გამარჯვებულის პრიზი კი ფინალის ბოლოს გახდება ცნობილი. 

კონკურსზე გამოვლინდება საუკეთესო ათეული (5 ვიცე-მისი და 5 ვიცე-მისტერი), ასევე შეარჩევენ გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში: ფიტნესი, ფოტოგენურობა, ტელეგენურობა, ინტერნეტი, შარმი, სექსუალობა, სპორტი, ექსტრავაგანტულობა, არტისტულობა და სხვა.

საქართველოში სამოდელო სააგენტო Best Models-ის ორგანიზებით სილამაზის კონკურსი მეოთხე წელია ტარდება.


ყველა ახალი ამბავი
0