საქართველოში შესაძლებელია სისტემა all inclusive გამოჩნდეს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиთბილისის ისტორიული ცენტრი
თბილისის ისტორიული ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სასტუმროებში სისტემის all inclusive დანერგვის საკითხს ჯერჯერობით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორთან ერთად განიხილავს.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის სასტუმროებში სისტემის „ყველაფერი ჩართულია“ (all inclusive) დანერგვის შესაძლებლობას განიხილავს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ უწყების თანამშრომლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

თბილისი - Sputnik საქართველო
როსტურიზმი:საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება რუსეთის მოქალაქეებისათვის

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორთან ერთად საქართველოში სტუმრად ჩამოსული ტურისტების, ასევე საქმიანი სეგმენტისთვის all inclusive-ის სერვისების დანერგვის საკითხს განიხილავს, რაც საერთაშორისო მოგზაურების ინტერესებშია“, — ციტირებს სააგენტო ადმინისტრაციის თანამშრომლის სიტყვებს.

all inclusive-ის კონცეფციის ისტორიის ათვლა XX საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება. მის გამომგონებლად Club-ის ქსელის დამფუძნებელი ჟერარ ბლიტცი ითვლება, რომელმაც “ყველაფერი ჩართულია“ კარიბის კუნძულების სასტუმროებში ჩაუშვა პირველად. ფორმატის „ყველაფერი ჩართულია“ ფართო გამოყენება სწორედ ეკონომიკური კრიზისის დროს დაიწყო. კლიენტების მოზიდვის მიზნით, სულ უფრო მეტმა სასტუმროს ხელმძღვანელობამ დაიწყო საგზურის ღირებულებაში კლიენტებისთვის კვების, სასმელების, გასართობის, დამატებითი მომსახურების შეთავაზება.

ყველა ახალი ამბავი
0