Sputnik-ი მოგითხრობთ „ქართველებზე უცხოეთში“

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиქართული სუვენირები
ქართული სუვენირები - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის მკითხველი პორტალის ორვე ვერსიაზე ახალი გმირების ისტორიებს ყოველ ხუთშაბათს გაეცნობა.

 

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველომ“ ყოველკვირეული პროექტი “ქართველები უცხოეთში“ ჩაუშვა, რომელიც ინტერვიუსა და ნარკვევის ფორმატში იმ ქართველებზე მოგითხრობთ, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და უცხოეთში საკუთარი ქვეყანას წარმოადგენენ. პროექტის გმირების გეოგრაფიული არეალი ფართოა — ჩრდილოეთ ამერიკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე და იგი სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, კულტურისა და რელიგიური კონფესიის ადამიანებს აერთიანებს. ამ ადამიანების ისტორიები პირადი არქივის ფოტოებით იქნება ილუსტრირებული.

პროექტის პირველი გმირი XX  საუკუნის 90-იან წლებში კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი, აშშ-ში ცნობილი ბოქსიორი გოჩა ფასეიშვილია. პროექტი სამომავლოდ ჩიკაგოში მცხოვრებ მწერალ მაკა კვერენჩხილაძეზე მოგითხრობთ, რომელმაც საქართველოში ამერიკის ელჩს  ქართული ენა შეასწავლა და პარალელურად, ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი კულტურა გააცნო. გარდა ამისა, პროექტის გმირები იქნებიან ამსტერდამში ქართული კულტურის ცენტრის დამაარსებელი თიკა სვანიძე და რომში მცხოვრები ქართველი ბირთვული-ფიზიკოსი ედიშერ ცხადაძე.

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ახალი ამბების ლენტები მომხმარებლისთვის სადღეღამისოდ გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0