18:59 22 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8357
  • 100 RUB3.8519
  • USD2.4579
რეჯებ ტაიპ ერდოღანი

ევროპელები ეჭვობენ, რომ თურქეთი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობს

© REUTERS / HANDOUT
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
4101

ევროპელები არ ეთანხმებიან, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ძირითადი მებრძოლი თურქეთია და მიიჩნევენ, რომ თურქეთის ხელისუფლება ამ ტერორისტულ დაჯგუფებასთან ნავთობის ვაჭრობაზე თვალს ხუჭავს.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. „Sputnik.მნენიას“ გამოკითხვით, ფრანგების 72% მიიჩნევს, რომ თურქეთი თვალს ხუჭავს თურქი გადამყიდველების საქმიანობაზე, რომლებიც სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ნავთობით ვაჭრობენ. გერმანელების ნახევარზე მეტი (52%), ამერიკელების 38% და ინგლისელების 41% ეთანხმება აზრს, რომ ტერორისტებთან ნავთობით ვაჭრობა თურქეთის ხელისუფლების უმოქმედობის ფონზე ხორციელოდება. გამოკითხვა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ისთვის გერმანიაში ცნობილმა კვლევითმა ორგანიზაცია Populus-მა ჩაატარა, ხოლო საფრანგეთში — კომპანია Ifop-მა.

მოსაზრებას „თურქეთი აქტიურად ებრძვის ისეთ ტერორისტულ დაჯგუფებებს, როგორიც „ისლამური სახელმწიფოა“, ფრანგების 59% არ ეთანხმება. გერმანიაში ამ მოსაზრებას 36% არ ეთანხმება, ხოლო 26% — ეთანხმება. დიდ ბრიტანეთში მოსაზრება ზუსტად ორად გაიყო — 23% ეთანხმება და 23% — არა. აშშ-ში პირიქით, მოსახლეობის 30% მიიჩნევს, რომ თურქეთი აქტიურად ებრძვის ტერორისტულ დაჯგუფებებს, ხოლო საწინააღმდეგო მოსაზრება 17%-ს აქვს.

გამოკითხვა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ისთვის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში კვლევითმა კომპანია Populus-მა 2016 წლის 3-4 თებერვალს ჩაატარა. საფრანგეთში — 3-5 თებერვალს კომპანია Ifop-მა. გამოიკითხა სხვადასხვა სოციალური ფენის, სქესისა და ასაკის რესპონდენტი. სტატისტიკური ცდომილება მთლიანად ქვეანაში +/- 3,1%-ს შეადგენს.

მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ თურქეთი ისლამურ სახელმწიფოსთან ნავთობით ვაჭრობაზე თვალს ხუჭავს
მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ თურქეთი "ისლამურ სახელმწიფოსთან" ნავთობით ვაჭრობაზე თვალს ხუჭავს

ცნობა პროექტ „ Sputnik.  მნენიას“ შესახებ

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორია ცნობილი ბრიტანული კვლევითი კომპანია „პოპულუსი“.  ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.
Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

 

გერმანია უკმაყოფილოა მირანტების საკითხში აშშ-ის მხარდაჭერის დონით

ევროპისა და აშშ-ის მოქალაქეები მხარს უჭერენ რუსეთის ქმედებებს სირიაში

ევროპისა და აშშ-ის მოსახლეობა საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენს

გამოკითხვა: „როგორ აისახება ევროპის უსაფრთხოებაზე ნატოს პუნქტების გახსნა“

 

 

 

 

მთავარი თემები