სამების ბაღის როზარიუმი ყვავილების მოყვარულებს ვარდების კალმებს ჩუქნის

© ც. ოქროპირიძევარდების გასხვლა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე
ვარდების გასხვლა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამების საკათედრო ტაძრის როზარიუმი წელიწადში ორჯერ ისხვლება და ყვავილების მოყვარულთ საშუალება აქვთ უნიკალური ვარდის კალმები წაიღონ და შინ გაახარონ

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. თბილისში უჩვეულოდ თბილი ამინდების დადგომისთანავე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე არსებული ბაღის როზარიუმში ვარდების გასხვლის პროცესი დაიწყო. ეს პროცესი მნიშვნელოვანია იმით, რომ კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ყველა მსურველს საშუალება აქვს სამების ტაძრის ეზოდან  წაიღოს ვარდების კალმები და თავისთან გაახაროს.

© ც. ოქროპირიძენებისმიერ მსურველს შეუძლია სამების ტაძრის ეზოდან ვარდების კალმების წამოღება.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია სამების ტაძრის ეზოდან ვარდების კალმების წამოღება. - Sputnik საქართველო
ნებისმიერ მსურველს შეუძლია სამების ტაძრის ეზოდან ვარდების კალმების წამოღება.

„სამების ვარდების ძირითად გასხვალას წელიწადში ორჯერ ვაკეთებთ და სპეციალურად კლამების წაღების მსურველთათვის აქვე ბაღში ორი დღის მანძილზე ვტოვებთ მათ ვარდის ბუჩქებთან“, — გვითხრა სამების დეკორატიული მებაღეობისა და ბაღის დიზაინის სასწავლებლის პრაქტიკული მებაღეობის პრდაგოგმა ირინა კორიფაძემ. მისი თქმით, მსურველებს მებაღეები იქვე დაკალმებასაც ასწავლიან და კონსულტაციებს უტარებენ როგორ გაახარონ ვარდები. 

© ც. ოქროპირიძესამების როზარიუმი ყვავილობისას, არქივის ფოტო.
სამების როზარიუმი ყვავილობისას, არქივის ფოტო. - Sputnik საქართველო
სამების როზარიუმი ყვავილობისას, არქივის ფოტო.

 საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სიყვარული ყვავილებისადმი საყოველთაოდ ცნობილია. სწორედ მისი ინიციატივით გაშენდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე ულამაზესი ბაღი. შემდეგ კი იმავე ტერიტორიაზე გაიხსნა დეკორატიული მებაღეობისა და ბაღის დიზაინის სასწავლებელი, რომელიც ამ პროფესიის დაუფლების ჯერჯერობით ერთადერთი საშუალებაა საქართველოში. თბილისში სამების ტაძრის როზარიუმი უნიკალურია რეგიონში. ამ ახალგაზრდა ბაღში (სულ 10 წლისაა) 100 ზე მეტი ჯიშის ვარდის ბუჩქია თავმოყრილი. ბაღში შეხვდებით როგორც ძველ ინგლისურ ვარდებს, ასევე „ყვავილების დედოფლებს“ მსოფლიოს ისეთი ცნობილი სანერგეების კოლექციებიდან როგორებიცაა „დევიდ ოსტინი“, „კორდესი“, „ტანტაუ“, „მეიანი“, „ჰარკნისი“, „დელბარდი“ და ა.შ. 
ყველა ახალი ამბავი
0