SPUTNIK-მა პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ დაიწყო

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ მკითხველს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის იმ წარმომადგენელთა ისტორიებს სთავაზობს, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ შოთა რუსთაველის სამშობლოში.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო SPUTNIK-მა პროექტი "უცხოელის თვალით დანახული საქართველო" დაიწყო და თავის მკითხველს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის იმ წარმომადგენელთა ისტორიებს სთავაზობს, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ შოთა რუსთაველის სამშობლოში.

პროექტი ჩრდილოეთ ამერიკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე სხვადასხვა ასაკის, კულტურის, რელიგიური კონფესიებისა და პროფესიების გმირებს გააერთიანებს. პროექტის უახლოეს გეგმებში შედის — იმ ადამიანებთან ინტერვიუსა და ნარკვევის მომზადება, რომლებიც საქართველოში აშშ-დან, რუსეთიდან, ევროპიდა და აზიიდან ჩამოვიდნენ. "Sputnik საქართველო" ახალი გმირების შესახებ ისტორიებს ყოველკვირეულად, ორშაბათს, ქართულ და რუსულ ენებზე წარმოგიდგენთ.

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ახალი ამბების ლენტები მომხმარებლისთვის სადღეღამისოდ გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0