გრიპის ვირუსმა საქართველოში უკვე მესამე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

გამოწერა
ეს უკვე მესამე შემთხვევაა საქართველოში H1N1 გრიპის ვირუსით ადამიანის გარდაცვალების. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისაგან და დაავადების შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა ღორის გრიპის ვირუსით საქართველოში. ოთხშაბათს ღამით, შემთხვევა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოხდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ  ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის  ეთერში განაცხადა, 68 წლის პაციენტი გალიდან ჩავიდა ზუგდიდში მაღალი სიცხით, ეს იყო დაავადების მე-5-6 დღე  და მკურნალობა უკვე დაგვიანებული იყო.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა საქართველოში H1N1 გრიპის ვირუსით ადამიანის გარდაცვალების. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისაგან და დაავადების შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს.

112 - Sputnik საქართველო
საქართველოში ე.წ. "ღორის გრიპისგან" კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
 

მიუხედავად იმისა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის საზოგადოება აცხადებენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიის აფეთქების საშიშროება არ არის, ამ დროისათვის საქართველოს 100 ათასი მოსახლიდან 248 ადამიანი მედიკოსების დაკვირვებას გადის. ეპიდემიის ზღვარი საქართველოში 100 ათას მოსახლეზე 500 შემთხვევაა. 


ყველა ახალი ამბავი
0