"წარმატებული ქალი პოდიუმზე"

© რ. შაიშმელაშვილიპროექტი "წარმატებული ქალი პოდიუმზე".
პროექტი წარმატებული ქალი პოდიუმზე. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, სამშაბათს საზოგადოებამ უკვე მერვედ იხილა ლიკა ყაზბეგის პროექტი „წარმატებული ქალი პოდიუმზე". ჩვენება უკვე ტრადიციად იქცა და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ, წარმატებულ მანდილოსნებს აერთიანებს. წელს დაახლოებით 20-მდე საქმიანი ქალბატონი გამობრძანდა პოდიუმზე.

როგორც ლიკა ყაზბეგს საერთოდ სჩვევია ხოლმე, იყო ბევრი სიახლე და მრავალფეროვნება.  ვის არ იხილავდით აქ,  ფსიქოლოგებს, მომღერლებს, მსახიობებს, ტელე-წამყვანებს, ახალგაზრდა ბებიებსა თუ პატარა ანგელოზებს. სტუმრებს შორის კი, რვავე სეზონის თითქმის ყველა მონაწილე ბრძანდებოდა. ეს იყო ნადვილი სილამაზის დღესასწაული. სპეციალურად წლევანდელი ჩვენებისათვის უკრაინიდან დიზაინერების ატელიე “დომ მოდი“ ჩამოვიდა, რომელმაც ჩვენი ქალბატონებისათვის ახალი კოლექცია ჩამოიტანა.

ამ ყველაფერს კი სასიამოვნო აკომპანიმენტს ნიჭიერი ახალგაზრდებისაგან  შემდგარი ჯგუფი „შენგენი“ და პოეტი გოგა ბოჭორიშვილი უწევდნენ. საღამოს მსვლელობისას  „წინა თაობების პოდიუმის“ რამდენიმე მონაწილეს გავესაუბრეთ.

© რ. შაიშმელაშვილი"წარმატებული ქალი პოდიუმზე" - პროექტის მონაწილენი.
წარმატებული ქალი პოდიუმზე - პროექტის მონაწილენი. - Sputnik საქართველო
"წარმატებული ქალი პოდიუმზე" - პროექტის მონაწილენი.

ნინო ტურაბელიძე — ფოლკლორული ანსამბლის "ნაბადის" ხელმძღვანელი.

- ნინო როგორც ვიცი, თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი,  ვინც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა.

— დიახ, მე ვარ პირველი თაობა. პირველი, რაც მინდა გითხრათ არის ის, რომ ამ პროექტის წყალობით გავიცანი ძალიან ბევრი ღირსეული და ულამაზესი ქალბატონი. მათთან დღემდე ვმეგობრობ. მეორე ის, რომ ეს არის ერთგვარი განტვირთვა ყოვედღიური ცხოვრების წესისაგან. აქ არიან, ქალბატონები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა პროფესიები და ნაკლებად აქვთ შეხება სცენასთან. ეს მათთვის ძალიან დიდი სტიმულია. მე ეს პროექტი ძალიან მომწონს და მინდა ვისარგებლო შეთხვევით და მადლობა გადავუხადო ლიკას, ასეთი ლამაზი დღეასწაულისათვის მოწყობისათვის. 

© რ. შაიშმელაშვილი"წარმატებული ქალი პოდიუმზე" - პროექტის მონაწილენი.
წარმატებული ქალი პოდიუმზე - პროექტის მონაწილენი. - Sputnik საქართველო
"წარმატებული ქალი პოდიუმზე" - პროექტის მონაწილენი.

ნანა მესხი- კომპოზიტორი.

- ქალბატონო ნანა, ერთ-ერთი გამორჩეული ჩვენება იყო ის წელი, როდესაც თქვენ  იღებდით მონაწილეობას…

— დიახ, ასეა. მე ვარ მესამე თაობა. საერთოდ ძალიან მომწონს ლიკას ეს იდეა და მივესალმები. ძალიან მიხარია ხოლმე ამ დღის მოახლოება. თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ შინაგანი ღელვა სულ მაქვს ხოლმე. ქალებს გამოპრანჭვა და სიარული გვეხერხება, მაგრამ ამ დღეს იმდენად დიდი ემოციებით ვივსებით, მთელი წელი გვყოფნის ხოლმე. თქვენ ხედავთ აქ, არა ერთი წინა თაობის მონაწილეს. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ პროექტი შედგა და ნამდვილად წარმატებულია.

- ქალბატონო ნანა, რამდენად რთულია ეს ყველაფერი?

— რთულია ემოციურად, რადგან უცხოა შენთვის ეს გარემო. თუმცა, იმდენად დიდი სტიმული და მხარდაჭერა მოდის დარბაზიდან, როცა დგხარ პოდიუმზე, ყველა სირთულე უკან რჩება ხოლმე. მე ვულოცავ ლიკას ამ საოცარ დღეს  და მომავალშიც უამრავ წარმატებულ პროექტს ვუსურვებ, რომელიც მერწმუნეთ მას ისევე კარგად გამოუვა, როგორც ეს დღევანდელი საღამო.

© რ. შაიშმელაშვილი"წარმატებული ქალი პოდიუმზე" - მზეხა მახარაძე
წარმატებული ქალი პოდიუმზე - მზეხა მახარაძე - Sputnik საქართველო
"წარმატებული ქალი პოდიუმზე" - მზეხა მახარაძე

მზეხა მახარაძე- ჟურნალისტი

- ქალბატონო  მზეხა, რომელი თაობა ხართ?

— მე გახლავრთ მეხუთე თაობის წარმომადგენელი. როგორც წესი, ლიკა სულ კრეატიული იდეებით გამოირჩევა და მე მახსენდება ჩვენი ჩვენება. მახსოვს იყო ძალიან გრანდიოზული შოუ „ქორთიად-მარიოტში“. სანამ დაიწყებოდა ჩვენება, გამობრძანდა ქალბატონი ელისო ბოლქვაძე და რამოდენიმე შოპენის „ნოკტურნი“ დაგვიკრა და ამის შემდეგ, უკვე ჩვენც გამოვედით პოდიუმზე. ყოველთვის სიამოვნებით ავღნიშნავ ხოლმე, რომ ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა და ყოველთვის განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ ამ პროექტს. 

ნინი ქინქლაძე — ეკონომისტი

— პირადად ჩემთვის ეს ძალიან დიდი და კარგი გამოცდილება იყო. ეს არის ერთგვარი შინაგანი კომპლექსის გადალახვაც, მაგრამ როცა ამ ნაბიჯს დგამ, დიდი ენერგიით ივსები, რადგან ეს არის პატარა გამარჯვება, თუნდაც საკუთარ თავზე. ეს აუცილებელიცაა. ნებისმიერმა ქალმა,  ეს პატარა ორ მეტრიანი მონაკვეთი უნდა გაიაროს აუდიტორიის წინაშე მოდელის როლში. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ასაკში, ქალი ყოველთვის მშვენიერია და მან ეს სწორედ უნდა ირწმუნოს და აჩვენოს თავისი ქალურობა და სილამაზე.  

© რ. შაიშმელაშვილი."წარმატებული ქალი პოდიუმზე" - ქეთი ჩხეიძე
წარმატებული ქალი პოდიუმზე - ქეთი ჩხეიძე - Sputnik საქართველო
1/5
"წარმატებული ქალი პოდიუმზე" - ქეთი ჩხეიძე
© რ. შაიშმელაშვილი"წარმატებული ქალი პოდიუმზე" - ნინო მეუნარგია
წარმატებული ქალი პოდიუმზე - ნინო მეუნარგია - Sputnik საქართველო
2/5
"წარმატებული ქალი პოდიუმზე" - ნინო მეუნარგია
© რ. შაიშმელაშვილი"წარმატებული ქალი პოდიუმზე" - ნინა აბურჯანია
წარმატებული ქალი პოდიუმზე - ნინა აბურჯანია - Sputnik საქართველო
3/5
"წარმატებული ქალი პოდიუმზე" - ნინა აბურჯანია
© რ. შაიშმელაშვილი."წარმატებული ქალი პოდიუმზე" - ირმა სოხაძე
წარმატებული ქალი პოდიუმზე - ირმა სოხაძე - Sputnik საქართველო
4/5
"წარმატებული ქალი პოდიუმზე" - ირმა სოხაძე
© რ. შაიშმელაშვილი.პროექტი "წარმატებული ქალი პოდიუმზე" - პოდიუმს მიღმა.
პროექტი წარმატებული ქალი პოდიუმზე - პოდიუმს მიღმა. - Sputnik საქართველო
5/5
პროექტი "წარმატებული ქალი პოდიუმზე" - პოდიუმს მიღმა.
1/5
"წარმატებული ქალი პოდიუმზე" - ქეთი ჩხეიძე
2/5
"წარმატებული ქალი პოდიუმზე" - ნინო მეუნარგია
3/5
"წარმატებული ქალი პოდიუმზე" - ნინა აბურჯანია
4/5
"წარმატებული ქალი პოდიუმზე" - ირმა სოხაძე
5/5
პროექტი "წარმატებული ქალი პოდიუმზე" - პოდიუმს მიღმა.

რუსუდან ბოლქვაძე - თუმანიშვილის თეატრის მსახიობი.

- ქალბატონო რუსუდან, რას განიცდით ამ წუთას მოდელის ამპულაში?

— იცით, ძალიან ვიხალისე და დიდი სიამოვნებაც მივიღე. ჯერ ერთი მომეხმარა ის ფაქტორი, რომ როცა პოდიუმზე გამოვედი, ჩემი კოლეგები დავინახე, რომლებიც საოცრად მგულშემატკივრობდენ, თორემ ცოტა არ იყოს დაბნეული ვიყავი. ერთია როდესაც სპექტაკლში თამაშობ, როცა როლია და იცი რატომ გამოდიხარ სცენაზე, რა გინდა თქვა და ასე შემდეგ… აქ ყველაფერი სხვანაირადაა. დავიწყოთ იქიდან, რომ სხვისი გემოვნებით შერჩეული ტანსაცმელი გაცვია და თან ყოველგვარი ამოცანის გარეშე გამოვდიოდი და ცოტა დამაბნეველია ეს ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად საინტერესო პირად შენთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვგავდით ნამდვილ მოდელებს, იმიტომ რომ მათ იმდენი ტრენინგები აქვთ გავლილი და სპეციალური ვარჯიშები, საკუთარი დამოკიდებულებაც გააჩნიათ ამ ყველაფრის მიმართ. ჩვენთან პირიქით, მე პირადად, სულ ამოვატრიალე ყველაფერი, ბოლო წუთას წიგნით ხელში გამოვედი, ბოლოს და ბოლოს საჯარო ბიბლიოთეკაში ვარ და ცოტა უხერხულიც კი იყო და პატარა ელემენტიც შემოვიტანე ამ ჟესტით. საბოლოოდ ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

ძალიან მალე კი, იგეგმება ლიკა ყაზბეგის  მორიგი ჩვენება „კომპანიის სახე“, რომელიც ასევე ტრადიციად იქცა. აქ უკვე იხილავთ ცნობილი კომპანიების მმართველებს, PR-მენეჯერებს და დირექტორებსაც კი. 


ყველა ახალი ამბავი
0