ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს დაემშვიდობა

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ პარასკევს, 25 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობამ ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ირაკლი ღარიბაშვილს გამოსამშვიდობებელი საღამო მოუწყვეს და მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა 23 დეკემბერს ყველასთვის მოულოდნელად პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე მომავალი გეგმების შესახებ, მან უპასუხა, რომ თავდაპირველად დასვენებას აპირებს.

''მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ვიცი, რომ ბევრი ღამე გაქვთ გათენებული ჩვენი ქვეყნისთვის და პირადად ჩემთვის. კარგია, რომ ბევრი რამისგ აკეთება შევძელით, მაგრამ, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი. მინდა, ყველას წარმატება გისურვოთ, გეკეთებინოთ ბევრი კეთილი საქმე ჩვენი ქვეყნისთვის. მთავარია ვიყოთ გულწრფელები ჩვენი საქმის მიმართ“, — განაცხადა ღარიბაშვილმა შეხვედრაზე.

ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ პარასკევს, 25 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობამ ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა. კანდიდატურას მხარი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც დაუჭირა. კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტის დასაკავებლად პარლამენტის ნდობა უნდა მიიღოს.

 


ყველა ახალი ამბავი
0