17:22 25 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
С ჰეპატიტი

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი იანვარში დაიწყება

© www.likar.info
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
67710

პროგრამის ფარგლებში იანვრიდან შემოვა ახალი პრეპარატი "ჰარვონი", რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მკურნალობას და კიდევ უფრო შეამცირებს გვერდით მოვლენებს. დღეის მდგოამრეობით პროგრამაში ჩართულია 6300-ზე მეტი ადამიანი. აქედან 43-მა პაციენტმა უკვე დაამარცხა C ჰეპატიტი და სრულად განიკურნა., განაცხადა დავით სერგეენკომ.

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik.  C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი რეალურად დაწყებულია მიუხედავად იმისა, რომ პროექტს, ალბათ, იანვარში მოეწერება ხელი, — განაცხადა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შაბათს, 19 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ახალ პროექტს, სავარაუდოდ, იანვარში მოვაწერთ ხელს, მაგრამ ჩატარებული პირველი 5 000 პაციენტის მკურნალობა იმდენად გამჭვირვალე და ეფექტური იყო, რომ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროექტი უწყვეტად განხორციელებულიყო და დღეის მდგომარეობით არა 5000, არამედ 6300 ადამიანია ჩართული პროგრამაში“, — აღნიშნა სერგეენკომ.

მინისტრის განმარტებით, მომავალ წელს აღნიშნული პროექტი 20 000 პაციენტის მკურნალობაზეა გათვლილი.

„ძალიან მალე შემოვა კიდევ ახალი პრეპარატი "ჰარვონი", რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მკურნალობას და კიდევ უფრო შეამცირებს გვერდით მოვლენებს", — აღნიშნულია განცხადებაში.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის მაისში ამოქმედდა. იგი მოიცავს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტს. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ჩაიტაროს უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე, რათა დაადგინოს არის თუ არა ინფიცირებული და დროულად ჩაიტაროს მკურნალობა.

დღეის მდგოამრეობით პროგრამაში ჩართულია 6300-ზე მეტი ადამიანი. აქედან 43-მა პაციენტმა უკვე დაამარცხა C ჰეპატიტი და სრულად განიკურნა.

გამოკვლევის ჩატარება შესაძლებელია საქართველოს მუნიციპალიტეტებში განთავსებულ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონულ ლაბორატორიებში. 

საქართველოში 2015 წელი С ჰეპატიტთან ბრძოლის წლად არის გამოცხადდა. 


მთავარი თემები