07:50 23 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
თბილისის ცენტრი

„ღვედის გამოუყენებლობა გამოცდის ხელმეორედ ჩაბარების საფუძველი არ უნდა იყოს“

© Sputnik/
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
2301

მხოლოდ საქართველოს დედაქალაქში 950 000 რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებაა და ძალიან ბევრი დამწყები მძღოლი ხშირ შემთხვევაში ქმნის ავარიულ სიტუაციას.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ღვედის გამოუყენებლობა და  75%–ზე მეტად დამუქებული ავტომანქანის  შუშები მძღოლებისთვის მართვის მოწმობის გამოცდის ხელმეორედ ჩაბარების საფუძველი არ უნდა იყოს, მიაჩნია პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ერთ–ერთი ლიდერს დიმიტრი ლორთქიფანიძეს.

 საქართველოში მოძრაობის წესების დარღვევისთვის ქულათა საჯარიმო სისტემა დაინერგება, რომლიც თანახმად, მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად 100 ქულა დაირიცხება. მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში მძღოლებს შესაბამისი რაოდენობის ქულები მოაკლდებათ. თუ ქულების რაოდენობა ერთი წლის ვადაში ამოიწურება, მძღოლს მართვის მოწმობა გაუუქმდება და დოკუმენტის აღდგენისთვის მოძრაობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს. 

 „თავიდან ამ სისტემას გარკვეული სკეპტიციზმით ვუყურებდი, მაგრამ ამ მომენტისთვის  გარკვეული პოზიტიური განწყობა მაქვს. თუმცა გამოცდების ხელმეორედ  ჩაბარების საფუძველი არ უნდა იყოს ისეთი ადმინისტრაციული დარღვევები, როგორიცაა ღვედის გამოუყენებლობა და ავტომობილის  მინის  75%–ზე მეტად დამუქება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხები აუცილებლად დადგება დღის წესრიგში და სანამ ეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი გამოქვეყნდება, მანამ შევიტანთ მასში გარკვეული ცვლილებებს“–აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ Sputnik-საქართველოსთან საუბრისას. 

 მისი თქმით, მძღოლის კვალიფიკაციის საკითხი შეიძლება დადგეს  ისეთი ტიპის დარღვევების დაფიქსირების  შემთხვევაში, როგორიც არის, მაგალითად: შუქნიშანზე წითელზე გავლა, ორღერძულა ხაზის გადაკვეთა ან მოუწესრიგებელ შუქნიშნებზე პრიორიტეტების მინიჭების არ ცოდნა. ასევე  ძალიან ხშირია ნასვამ მდგომარეობაში მძოლების მიერ მანქანის მართვის ფაქტებიც და ამ ყველაფრის წინააღმდეგ წლების განმავლობაში წარმოებულ ღონისძიებათა ერთობლიობა არ აღმოჩნდა საკმარისი და ეფექტური. 

„ამ სისტემის შემოღების იდეა თავისთავად ცუდი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ის დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებისა და აშშ–ს გამოცდილებას ემყარება“–აღნიშნა დიმიდტრი ლორთქიპანიძემ.

 მისი თქმით, მხოლოდ  საქართველოს დედაქალაქში 950 000 რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებაა და ძალიან ბევრი დამწყები მძღოლი ხშირ შემთხვევაში ქმნის ავარიულ სიტუაციას. 

„ბევრმა მძღოლმა არც კი  იცის რომ ორღერძულა ხაზის გადაკვეთა არის ძალიან უხეში დარღვევა რამაც შეიძლება გამოიწვიოს ავტოსატრანსპორტო შემთხვევა“–განაცხადა  პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ერთ–ერთი ლიდერმა.


მთავარი თემები