ბათუმში გამოფენა "საქართველოს პირველი რესპუბლიკა" გაიხსნა

© https://www.facebook.com/MinistryofJusticeofGeorgia/გამოფენა
გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენაზე წარმოდგენილი საარქივო მასალები და ექსპონატები 1918–1921 წლების მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს – როდესაც საქართველო დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადდა.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ბათუმის „თიბისი გალერეაში“ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილი საარქივო მასალები და ექსპონატები 1918–1921 წლების მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს – როდესაც საქართველო დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადდა.

საარქივო მასალებს შორის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და იმ პერიოდის სახელმწიფო ატრიბუტიკაა წარმოდგენილი. ისტორიული მასალების დიდი ნაწილი ფართო აუდიტორიისთვის პირველად იქნება წარმოდგენილი. 

დადიანების საგვარეულოს არქივი - Sputnik საქართველო
ირლანდიის ბიბლიოთეკამ ხელოვნების სასახლეს „დადიანების არქივის“ ასლები გადასცა

მათ შორისაა ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის დოკუმენტები პირადი საარქივო ფონდიდან, რომლის ციფრული ვერსიის ჟენევის გაერო-ს განყოფილების ბიბლიოთეკიდან საქართველოში ჩამოტანა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ძალისხმევით მოხერხდა.

ექსპოზიცია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ ოქტომბრის თვეში თბილისში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იყო წარმოდგენილი, ნოემბერში კი გამოფენას თელავის რეგიონულმა არქივმა უმასპინძლა, დეკემბერში ექსპოზიციის დათვალიერების საშუალება ქუთაისელებს ჰქონდათ. ბათუმის „თიბისი გალერეაში“ გამოფენა 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

„საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ ეროვნული არქივის დაარსებიდან 95 წლის იუბილეს ეძღვნება. გამოფენის ორგანიზატორები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი და „თიბისი“ ბანკია.


ყველა ახალი ამბავი
0