თბილისში საახალწლო ილუმინაციები 15 დეკემბერს ჩაირთვება

© photo: Sputnikწმინდა გიორგის ქანდაკება
წმინდა გიორგის ქანდაკება - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, 22 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე 19 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. თბილისის ცენტრალური ქუჩები სამშაბათს,15 დეკემბერს საახალწლო ილუმინაციებით განათდება, იუწყება თბილისის მერიის პრესსამსახური.

 ქალაქში საახალწლო განათებები ზუსტად 17: 38 სთ–ზე ჩაირთვება.

„თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წელს ცენტრალური ქუჩები – რუსთაველის გამზირი, მელქიშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი და კოსტავას ქუჩა სრულიად ახალი დიზაინითა და ილუმინაციებით მოირთო. უკვე არსებული ილუმინაციები კი, რომელთა აღდგენაც მოხდა, ქალაქის სხვადასხვა უბნებში გადანაწილდა“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

წმინდა გიორგის ქანდაკების მორთვა - Sputnik საქართველო
საქართველოს დედაქალაქის ცენტრს საახალწლოდ რთავენ

გარდა ამისა, თბილისი 2016 წელს ახალი ნაძვის ხით ხვდება, რომელიც  წითელი და ოქროსფერი ბურთებით, ბაფთებითა და ილუმინაციებით არის მორთული. 22 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაიდგა. წელს დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 19 დეკემბერს საზეიმოდ აინთება. 

საახალწლო ილუმინაციები თბილისის მერიას 748 000 ლარი (დაახლოებით 311 ათასი აშშ დოლარი) დაუჯდა, საახალწლო ნაძვის ხე კი 175 ათას 573 ლარი (73,1 ათასი აშშ დოლარი).

 

ყველა ახალი ამბავი
0