ქართველი ლამაზმანი კონკურსში „მის სამყარო“ მიიღებს მონაწილეობას

© facebook.com/janet.kerdikoshvili.9ჟანეტ ქერდიყოშვილი
ჟანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მის საქართველო 2011“-ის მფლობელმა ჟანეტ ქერდიყოშვილმა 2011 წელს თავისი ქვეყნის წარდგენა „მის სამყარო 2011“-ზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. „მის საქართველო 2015“ ნუკა კარალაშვილი საქართველოს საერთაშორიო კონკურსზე „მის მსოფლიო 2015“ წარადგენს.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. „მის საქართველო 2011“-ის ტიტულის მფლობელი ჟანეტ ქერდიყოშვილი აშშ-ში სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე „მის სამყარო“ (Miss Universe 2015) საქართველოს წარსადგენად გაემგზავრა, იუწყება კონკურსის ოფიციალური ვებგვერდი.
 ჟანეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 80 ლამაზმანს შორის ლას-ვეგასში (აშშ) პლანეტის უმშვენიერესის წოდებისთვის იბრძოლებს. ამჟამად კონკურსის მონაწილეები შეჯიბრების წინასწარი ეტაპისთვის ემზადებიან.
 გადაწყვეტილება კონკურსზე „მის სამყარო 2015“ ჟანეტ ქერდიყოშვილის და არა „მის საქართველო 2015“-ის გამარჯვებულის ნუკა კარალაშვილის გაგზავნის შესახებ საქართველოს სილამაზის ეროვნული კონკურსის ადმინისტრაცია მიიღო. ამის მიზეზი ისაა, რომ ნუკა კარალაშვილი საქართველოს საერთაშორისო კონკურსზე „მის მსოფლიო 2015“ წარსადგენად გაემგზავრა, რომელიც ჩინეთის ქალაქ სანიაში 19 დეკემბერს გაიმართება.
 ამასთან, „მის საქართველო  2011“-ის მფლობელმა ჟანეტ ქერდიყოშვილმა 2011 წელს თავისი ქვეყნის წარდგენა „მის სამყარო 2011“-ზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.

მის საქაართველოს გვირგვინისათვის 25 ლამაზმანი იბრძოლებს - Sputnik საქართველო
"მის საქართველო 2015" ფინალში 25 ლამაზმანი აირჩიეს

 როგორც კონკურსის ვებგვერდი იუწყება, ჟანეტ ქერდიყოშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ჟურნალისტიკაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ის ჟურნალ Vogue Ukraine-ში ჟურნალისტად და მოდელად მუშაობდა.
 „ჟანეტი ხატვითაა გატაცებული და საკუთარი კაბების შექმნას ხშირად ცდილობს. მან შექმნა თავისი საღამოს კაბა „მის სამყაროს“ ტანსაცმლის დეფილესთვის. ცოტა ხნის წინ ჟანეტი ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის პროგრამა „მის საქართველოს დღიურების“ წამყვანი გახდა. ჟანეტის ოცნებაა, გახდეს წარმატებული მსახიობი ან ტელეწამყვანი“, — ნათქვამია „მის სამყარო 2015“-ის ვებგვერდზე.
 კატეგორიაში „საინტერესო ფაქტები“ კონკურსანტების შესახებ, კონკურსის ვებგვერდზე წერია, რომ ქართველ გოგონას მოჩვენებების ეშინია, შეუძლია თავისი ოჯახის წევრების ხმების იმიტირება, ასევე ცუდი ორიენტაცია აქვს აეროპორტებში.

 კონკურსის ოფიციალური გახსნა სასტუმრო Planet Hollywood Resort & Casino-ში გაიმართა, სადაც გოგონებმა „მის სამყარო 2014“, კოლუმბიელი მოდელი პაულინა ვეგა (Paulina Vega Dieppa) გაიცნეს.
 ეროვნული კოსტიუმების დღე 16 დეკემბერს გაიმართება. „მის სამყარო 2015“-ის ტიტულის მფლობელი მსოფლიოსთვის 2015 წლის 20 დეკემბერს გახდება ცნობილი.

„მის სამყარო“ სილამაზის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსია „მის მსოფლიოს“, „მის ინტერნეშნლ“-სა და „მის დედამიწასთან“ ერთად. პირველად ის 1952 წელს, ლონგ-ბიჩში (კალიფორნია) ჩატარდა, სადაც ფინელმა არმი კუუსელამ გაიმარჯვა.

ყველა ახალი ამბავი
0