საქართველოს დედაქალაქში EPICA Days in Tbilisi 2015 იწყება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების მოდერატორია ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი და რეკლამის, ბრენდინგისა და მარკეტინგის თაობაზე შექმნილი წიგნის ავტორი მარკ თანგეითი.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. თბილისში რეკლამის სფეროს ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება EPICA Days in Tbilisi 2015 იწყება, იტყობინებიან ორგანიზატორები

„ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრის სტუმრები 11–13 დეკემბერს მარკეტინგისა და კომუნიკაციის სფეროებში უკანასკნელ მსოფლიო მიღწევებს გაეცნობიან. მსურველებს ასევე მიეცემათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრები გლობალურ EPICA AWARDS–ზე.

EPICA Days in Tbilisi 2015 მოიცავს სემინარებს, მასტერკლასებს, დიაკუსიებსა და ვიდეოჩვენებებს. 

ღონისძიების მოდერატორია ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი და რეკლამის, ბრენდინგისა და მარკეტინგის თაობაზე შექმნილი წიგნის ავტორი მარკ თანგეითი (Mark Tungate).

პოპულარული მარკეტოლოგი ლექციებს კითხულობს პარიზის ხელოვნებისა და  დიზაინის სკოლაში Parsons, და ასევე ატარებს ტრენინგებს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე მედიისა და კომუნიკაციის სფეროს პროფესიონალებისთვის. 

მარკ თანგეითი — ანალიტიკური ინტერნეტსერვის WGSN (Worth Global Style Network) ანალიტიკოსი პარიზში, წერს სარეკლამო ინდუსტრიისა და მარკეტინგის თემატიკაზე ფრანგულ ჟურნალში Stratégies, სადაც მას ყოველკვირეული სვეტი აქვს გამოყოფილი, თანამშრომლობს „თაიმსთან“, „ტელეგრაფთან“, CNN Traveller—თან და Luxure–თან..

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ თბილისელ მარკეტოლოგებს ეძლევათ შესანიშნავი შანსი, საკუთარი ნამუშევრები პირადად წარუდგინონ პირადად მარკ თანგეითს. 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კონკურს EPICA AWARDS–ის საუკეთესო სარეკლამო პროდუქტის გამარჯვებულის დაჯილდოება. 

EPICA Days in Tbilisi საქართველოს დედაქალაქში 1999 წლიდან ტარდება ქართული სარეკლამო კომპანია Ultra Group–ის მხარდაჭერით. 

 


ყველა ახალი ამბავი
0