თბილისში კავკასიის საერთაშორისო მედიაფორუმი გაიმართება

© photo: Sputnik / Фотохост-агентство / გადასვლა მედიაბანკშიჟურნალისტების სამუშაო პროცესი
ჟურნალისტების სამუშაო პროცესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზატორები იწვევენ ქართული მედიის ახალგაზრდა წარმომადგენლებს (20-დან 35 წლამდე, მედიაში მუშაობის გამოცდილებით) მიიღონ მონაწილეობა მედიაფორუმის მუშაობაში. სამუშაო ენები: რუსული და ქართული. განაცხადები მიიღება 2015 წლის 9 ნოემბრამდე.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო კავკასიური მედიაფორუმი თემაზე: „მსოფლიო რყევების ეპოქაში: ვინ გადარჩება?“ გაიმართება საქართველოს დედაქალაქში 13-14 ნოემბერს. 

 ორი დღის განმავლობაში წამყვანი მედია-საშუალებების ხელმძღვანელები, მედია ექსპერტები და ახალგაზრდა ჟურნალისტები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და საქართველოდან სადისკუსიო პანელების, მრგვალი მაგიდის, ტრენინგების  ფარგლებში, განიხილავენ თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის აქტუალურ საკითხებს, ასევე მსოფლიო და რეგიონალური კრიზისების გავლენას სამხრეთ კავკასიის მედია სივრცეზე. 

 ფორუმის სპეციალური სტუმრები იქნებიან გაზეთ "Комсомольская правда“-ს მთავარი რედაქტორი ვლადიმირ სუნგორკინი, აღმოსავლეთმცოდნე, ეკონომისტი ევგენი სატანოვსკი, რუსეთის სახელმწიფო ტელე-რადიო მაუწყებლობის მიმომხილველი, საერთაშორისო პენ-კლუბის წევრი კირილ პრივალოვი და ჟურნალ „Русский репортер“-ის მთავარი რედაქტორი ვიტალი ლეიბინი. 

 მედიაფორუმის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: დიდი სამამულო ომი და ჟურნალისტის ეთიკა“, რომლის მსვლელობისას განიხილება რეგიონის ინფორმაციულ სივრცეში დიდი სამამულო ომის ისტორიული მოვლენების ასახვის თანამედროვე ტენდენციები. 

 ფორუმის საქმიან ნაწილში წამყვანი რეგიონული მედიისა და რუსეთის ექსპერტები განიხილავენ თანამედროვე პოლიტიკის, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვან ტენდენციებს და შეეცდებიან იპოვონ პასუხი კითხვაზე: ვინ გადარჩება რყევების ეპოქაში?

 სასწავლო ბლოკის ფარგლებში, რუსეთის წამყვანი მედია ექსპერტები ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ ჟურნალისტებს მოუთხრობენ რეპორტაჟული ჟურნალისტიკისა და წარმატებული ინტერვიუს საიდუმლოებების შესახებ. აუხსნიან სოციალური ქსელების სპეციფიკას ახალი მედიის როლში,  განიხილავენ სამხრეთ კავკასიის მედიასახის ფორმირების თანამედროვე მექანიზმებს.

 მედიაფორუმის დასრულების შემდგომ, მის მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები.

 ორგანიზატორები იწვევენ ქართული მედიის ახალგაზრდა წარმომადგენლებს (20-დან 35 წლამდე, მედიაში მუშაობის გამოცდილებით) მიიღონ მონაწილეობა მედიაფორუმის მუშაობაში. სამუშაო ენები: რუსული და ქართული. განაცხადები მიიღება 2015 წლის 9 ნოემბრამდე. 

 ელექტრონული ფოსტის მისამართია: geworld@mail.ru. საკონტაქტო ტელეფონები: 234 32 95, 591 88 21 04.


ყველა ახალი ამბავი
0