„თელასი“ აბონენტებს დენის გამორთვის შესახებ წინასწარ აფრთხილებს

© Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რუსთავი 2“–ის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ენერგოკომპანია „თელასი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოსამართლესთან შეთანხმებით ატარებს, რათა მაყურებელმა სხდომისთვის თვალყურის დევნება პირდაპირ ეთერში ვერ შეძლოს.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. კომპანია „თელასი“ ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ თბილისის მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებს, აღნიშნულია თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის განცხადებაში.

თბილისის ზოგიერთ რაიონში გეგმიური დენის გამორთვა 22 ოქტომბერს ტელეარხ „რუსთავი 2“–ის წარმომადგენლებმა დღევანდელ სასამართლო სხდომას დაუკავშირეს, სადაც ტელეკოპმპანიის შემდგომი ბედი უნდა გადაწყდეს. ისინი ირწმუნებიან, რომ ენერგოკომპანია „თელასი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოსამართლესთან შეთანხმებით ატარებს, რათა მაყურებელმა სხდომისთვის თვალყურის დევნება პირდაპირ ეთერში ვერ შეძლოს.

ნათურა - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“–ის ადვოკატები: თბილისში შუქი მოსამართლე ურთმელიძის გამო გამორთეს

„იმ უბნებისა და ქუჩების ჩამონათვალი, რომლებსაც ელექტროენერგია დროებით შეზღუდვით მიეწოდება, წინა დღით ქვეყნდება კომპანიის იფიციალურ ვებგვერდზე და ფეისბუქ გვერდზე, ასევე მიეწოდება ყველა სააგენტოსა და მედიის სხვა საშუალებებს გავრცელებისათვის, რათა მოხდეს მოსახლეობის წინასწარი გაფრთხილება აღნიშნული სარემონტო სამუშაოების განრიგის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„თელასის მონაცემებით, იმ ქუჩების ჩამონათვალი რომლებსაც გეგმიური შეზღუდვები დღეს, 22 ოქტომბერს  შეეხება, კომპანიამ 21 ოქტომბრის 17 საათიდან გაავრცელა. სარემონტო სამუშაოების გამო დღეს თბილისის სხვადასხვა უბანს რამდენიმე საათიანი შუალედით შეუწყდება ელექტრომამარაგება. საერთო ჯამში ეს ეტაპობრივად შეეხება ქალაქის მხოლოდ 3 ათას აბონენტს მაშინ, როდესაც კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 540 ათას მომხმარებელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

რუსთავი–2 - Sputnik საქართველო
ვნებათაღელვა "რუსთავი 2"–ის ირგვლივ: გადამწყვეტი სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობით მიიღეს, ტელეარხის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია, ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა „რუსთავი2“–ის გარშემო არსებულ ვითარებას პოლიტიკურ დაკვეთას და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.


ყველა ახალი ამბავი
0