03:43 24 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო

ექსპერტი:“ჯანდაცვის სფეროში ყველაზე წარმატებული საყოველთაო დაზღვევა იყო“

facebook.com/mohgovge
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
7301

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა C ჰეპატიტის ელიმინაციის, საყოველთაო დაზღვევისა და გადაუდებელი სასწრაფო დახმარების რეფორმირების პროგრამების შესახებ ანგარიში წარადგინა და ასევე გამოყო ისეთი მიმართულებები, როგორიცაა სასწრაფო დახმარების ავტოპარკის განახლება და ექიმების გადამზადების რეფორმა.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროგრამებს შორის, ბოლო სამი  წლის მანძილზე ყველაზე წარმატებული საყოველთაო დაზღვევა   იყო, — განაცხადა  ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში ირაკლი სასანიამ.

„ვფიქრობ, რომ საყოველთაო დაზღვევამ ყველაზე მეტად გაამართლა, რადგან სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვისაც გახდა. ცალკე დაფასების საგანი გახლავთ  C ჰეპატიტის ილუმინაციის პროგრამაც, რომლითაც ასევე უამრავმა ადამიანმა ისარგებლა და ბევრი მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა კიდეც. ვფიქრობ,  ამ სამი წლის მანძილზე ჯანდაცვის სფეროში სერიოზული რეფორმები  განხორციელდა. ასეთი ტიპის რეფორმებს, როგორც წესი,  გაცილებით მეტი დრო სჭორდება ხოლმე, სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე“,–აღნიშნა ირაკლი სასანიამ. 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 20 სექტემბერს უწყების სამწლიანი მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა C ჰეპატიტის ელიმინაციის, საყოველთაო დაზღვევისა და გადაუდებელი სასწრაფო დახმარების რეფორმირების პროგრამების შესახებ ანგარიში წარადგინა და ასევე გამოყო ისეთი მიმართულებები, როგორიცაა სასწრაფო დახმარების ავტოპარკის განახლება და ექიმების გადამზადების რეფორმა.

მინისტრმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას – მთავრობის წევრებს, ექიმებს, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს – ამოქმედებული დემოგრაფიული პროგრამის შესახებ მოუთხრო, რომლის თანახმადაც, ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე სახელმწიფო ყოველთვიურად, ორი წლის განმავლობაში, 150 ლარს (დაახლოებით, 63 აშშ დოლარი) გამოყოფს, ხოლო მთიან რეგიონებში – 200 ლარს (84 აშშ დოლარი). 

დავით სერგეენკომ, ნარკომანიისა და თვითმკურნალობის შემთხვევების შემცირების მიზნით, მედიკამენტების რეალიზაციაზე კონტროლის გამკაცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ანგარიშის თანახმად, სამინისტროში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი შეიქმნა. ახალი სტრუქტურის სპეციალისტები კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს ამოწმებენ, რის შემდეგაც მათ რეკომენდაციებს უწევენ. 

საქართველოში პირველად ჩატარდა შრომის ბაზრის კვლევა და შეიკრიბა ინფორმაცია დამსაქმებლის მოთხოვნების შესახებ. 

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში 82 ახალი ამბულატორია აშენდა. 

გუდაურსა (მცხეთა–მთიანეთი) და ხარაგაულში (იმერეთი) გადაუდებელი დახმარების ცენტრებმა დაიწყო ფუნქციონირება. სოფელ რუხში (სამეგრელო) მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს.  

 

მთავარი თემები