თბილისის სატელევიზიო ანძა ეიფელის კოშკის მსგავსად განათდება

© facebook.com/CityHallofTbilisiთბილისის ანძა
თბილისის ანძა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზიანებული სანათების დემონტაჟი 20 დღეს გასტანს, რის შემდეგაც ახალი სანათები დამონტაჟდება დაიწყება. პროექტის ღირებულება 635 ათასი ევროა.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის სატელევიზიო ანძაზე დაზიანებული სანათების დემონტაჟი დაიწყო, იტყობინება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.

იტალიურმა კომპანია „გრივენმა“ ((Griven), რომელმაც ეიფელის კოშკის განათება განახორციელა, თბილისის მერიის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და თბილისის სატელევიზიო ანძას ახალი “ლედ სანათებით” გაანათებს.

„სანათების დიდი ნაწილი მწყობრიდან არის გამოსული. ახალ “ლედ სანათებს” ჩვენს მიერ შერჩეული იტალიური კომპანია ეტაპობრივად, სამ ნაწილად მოგვაწვდის. ყველა პირობის გათვალისწინებით, ახალ წელს თბილისის ანძა ახლებურად იქნება განათებული“, — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

 დაზიანებული სანათების დემონტაჟი 20 დღეს გასტანს, რის შემდეგაც ახალი სანათები დამონტაჟდება დაიწყება. პროექტის ღირებულება 635 ათასი ევროა.

თბილისის ანძა, დღეს, 5 000 ცალი “ფლეშ” სანათისგან შედგება, რომელიც 2010 წელს დამონტაჟდა. სანათების არასწორი სტანდარტებით დამონტაჟების გამო, დაახლოებით, ნახევარზე მეტი მწყობრიდან არის გამოსული.

 

ყველა ახალი ამბავი
0