„წაჩხურას დღესასწაული“- 21-ე საუკუნის ხილული სასწაული

წაჩხურობა
წაჩხურობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ამ წმინდა ტაძარში ძალიან ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით უშვილო წყვილი ამოდის, მათი უდიდესი რწმენისა და ძლიერი ლოცვის შედეგად შვილიერება ეძლევათ.“

 სოფიო კაკაჩია

 „სამეგრელოში მარტვილს ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც რომის ქალაქს ფრანგთა შორის დასავლეთის ეკლესიაში“,- წერდა გაზეთი „ივერია“ 1878 წელს. მარტვილი სწორედ ის ადგილია, საიდანაც სამეგრელოში ქრისტიანობის გავრცელება დაიწყო. მინდა მოგიყვეთ 21- ე საუკუნის ხილულ სასწაულად წოდებულ „წაჩხურას დღესასწაულზე“, რომელიც მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარე წაჩხურას მთავარანგელოზის სახელობის ტაძრაში იმართება ხოლმე.

 დასავლეთ საქართველოში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის რჩეულის, ანდრია პირველწოდებულის სახელს მრავალი უძველესი ტაძრის სახელი უკავშირდება, გადმოცემის თანახმად, ანდრია პირველწოდებული აჭარისა და აწყურის შემდგომ კოლხეთს  სწვევია და ქრისტეს სარწმუნოება უქადაგია. შემდეგ მარტვილში სოფელ სალხინოში, სადაც დღეს წაჩხურას მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარია ჯვარი აღუმართავს. ტაძარი ცივ და სწრაფ მდინარესთან სიახლოვის გამო წაჩხურას მთავარანგელოზთა ტაძრის სახელითაა ცნობილი.

 „წაჩხურას მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი — განსაკუთრებული სალოცავია ჩვენს ეპარქიაში, განსაკუთრებულია, იმიტომ, რომ ეს არის შვილიერების მომმადლებელი ტაძარი. ამ წმინდა ტაძარში ძალიან ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით, უშვილო წყვილი ამოდის და  მათ უდიდესი რწმენისა და ძლიერი ლოცვის შედეგას შვილიერება ეძლევათ. ამაზე დიდი ბედნიერება და მადლი რა უნდა იყოს“ — ბრძანა ჩვენთან საუბარში ბანძის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა დეკანოზმა გიორგიმ.

 წაჩხურას მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის დაშორებით მაღლობზე მდებარეობს. აქ განსაკუთრებული ხალხმრავლობა ბრწყინვალე შვიდეულის კვირას, აღდგომიდან  მე-4 დღეს არის. ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ ხუთშაბათს, გამთენიიდან სოფელ სალხინოში მანქანების ნაკადი არ წყდება. შვილის მომლოდინე მრავალი წყვილი ყოველ წელს მოუთმენლად ელოდება წაჩხურას დღესასწაულს, რათა მისი ლოცვა-ვედრება შეასმინოს მადლიან სალოცავს, და დედაშვილობის თუ მამაშვილობის სიხარული შეიცნოს. ტაძრამდე მომლოცველებს, თითქმის 2 კილომეტრიანი სამაქანო გზის გავლა ფეხით უწევთ, ვინაიდან ხალხის სიმრავლის გამო პოლიცია ამ დროს უსაფრთხოების მიზნით სამანქანო გზას კეტავს… 

 ჩვენ მოვძებნეთ ადამიანები, ვინც ეს სასწაული საკუთარ თავზე გამოსცადა. ბევრმა მათგანმა საჯაროდ საუბრისგან თავი შეიკავა. აი, რა მოგვითხრო  ქუთაისიდან ჩამოსულმა ქ-ნმა სახელად ნინომ, რომელმაც გვარის დასახელებისგან გვთხოვა, თავი შევიკავოთ: 

„ადრე გავთხოვდი, 16 წლის ასაკში, ბავშვი ვიყავი თითქმის, თუმცა დღეს უკვე  აღარ უკვირთ ამ ასაკში გათხოვება. რადგან ადრე გავთხოვდი, მეუბნებოდნენ ჯერ შვილი არ გააჩინო ცოდვა ხარ, შენც ბავშვი ხარო. მაშინ არ მესმოდა, რას მეუბნებოდნენ. გადიოდა წლები და  მე და ჩემს მეუღლეს შვილი არ გვიჩნდებოდა. ერთ დღესაც, ექიმთან გადავწყვიტეთ მისვლა.  თუმცა ანალიზების მიხედვით სრულიად ჯანმრთელები ვიყავით.  მაინც ვიმკუურნალეთ.  4 წლიანი მკურნალობა უშედეგოო აღმოჩნდა. ერთ დღესაც ახლობელმა გვითხრა, სამეგრელოში,  მარტვილში არის  წაჩხურას მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი, სადაც აკვანი უნდა წაიღოთ და უფალს შესწიროთო, ჩვენ იმედი ჩაგვესახა. რადგან მხოლოდ ბრწყინვალე შვიდეულის კვირას ხუთშაბათ დღესაა ეს ბედნიერი და მადლიანი დღესასწაული, ჩვენ უდიდესი იმედითა და რწმენით სავსე ავედით ამ დღსასწაულზე და ვილოცეთ, უფალმა ისმინა ჩვენი ვედრება და მოგვმადლა შვილიერება… ყველას ვეუბნებით, როდესაც მოეცემათ საშუალება, რომ ეს წმინდა ადგილი ნახონ, აუცილებლად მოილოცონ და გაიხარონ როგორც მე..  მინდა ყველა ქალს ვისაც ჯერ არ ჰყავს შვილი, ვუსურვო განცდა, რასაც დედობრივი  ბედნიერება ჰქვია, დღეს ვართ უბედნიერესი მშობლები რადგან ულამაზესი 2 წლის და 4 თვის ლიზი გვყავს. ჩვენ შარშან ავედით წაჩხურას ტაძარში ლიზისთან ერთად რათა უფლისათვის  მადლობა გადაგვეხადა“ — გვითხრა მან. 

 „წაჩხურობის“ დღესასწაულზე, უშვილო წყვილებს, რომლებსაც სურთ, რომ შვილი მიეცეთ, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ. დღესასწაულზე ასევე ნახავთ იმ ადამიანებს, ვისაც უკვე მიეცა შვილი და მადლობის თქმა არ ავიწყდება. აკვანს ერთგვარად შესაწირის ფუნქცია აქვს, ლოცვისა და წირვის შემდგომ ამ ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირები აკვნებს ნაკურთხ წყალს ასხურებენ და იქ მყოფ პატარა ბავშვებს  საჩუქრად გადასცემენ…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0