თბილისში ცენტრალური პარკში გაშენდება

© facebook.com/CityHallofTbilisi"მზიურის" პარკი
მზიურის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ–ის „ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (57%) ემხრობა მოსაზრებას – „ვერეს ხეობაში ყოველგვარი მშენებლობა უნდა აიკრძალოს და რეკრეაციულ ზონად გამოცხადდეს“. 17% – აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგია, ხოლო 22%–ს პასუხი არ აქვს.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მდინარე ვერეს ხეობაში „მზიურის“ პარკისა და ზოოპარკის ადგილას, ცენტრალური პარკი გაშენდება. 

„მზიურის“ პარკისა და ზოოპარკის ტერიტორია 13 ივნისის სტიქიური უბედურების შედეგად სერიოზულად დაზიანდა. ქალაქის ხელისუფლებამ წყალდილობის შედეგების ლიკვიდაციის შემდგომ, ზოოპარკის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ბიზნეს–პალატა“ მაშინ  ვერეს ხეობაში „ქართული მანჰეტენის“ გაშენების იდეით გამოვიდა. 

„მზიურის“ პარკისა და თბილისის ზოოპარკის ტერიტორია რეკრეაციულ ზონად ჩამოყალიბდება. ჩვენ საკონკურსო პირობები უკვე მოვამზადეთ, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. შევარჩევთ საუკეთესო პროექტს, რათა თბილისს ახალი ცენტრალური პარკი ჰქონდეს“, – განაცხადა ნარმანიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ერიკ ფლიტი - Sputnik საქართველო
თბილისის ზოოპარკისთვის ვოლიერების ესკიზებს ჰოლანდიელი დიზაინერი შექმნის

აშშ–ის „ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (57%) ემხრობა მოსაზრებას – „ვერეს ხეობაში ყოველგვარი მშენებლობა უნდა აიკრძალოს და რეკრეაციულ ზონად გამოცხადდეს“. 17% – აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგია, ხოლო 22%–ს პასუხი არ აქვს.

ამასთან, NDI–ის გამოკითხვაში მონაწილეთა 72% არ ემხრობა მოსაზრებას, რომ ვერეს ხეობაში „ დიდი საცხოვრებელი და საქმიანი კომპლექსი უნდა აშენდეს“, 6% – თანახმაა აღნიშნული წინადადების, ხოლო 17%–ს კი ჩამოყალიბებული აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით არ გააჩნია. 


ყველა ახალი ამბავი
0