არასამთავრობო ორგანიზაცია: მედიაზე ზეწოლა მთავრობას არ გამოადგება

© photo: Sputnik / Дмитрий Коробейников / გადასვლა მედიაბანკშიტელესტუდია
ტელესტუდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისტორიამ გვაჩვენა, რომ არც ერთ მთავრობას არ გამოადგა, მაგალითად, სასამართლო დამოუკიდებლობაში ჩარევა, პოლიტიზირებული სამართალდამცავი ორგანოები და არავის შერჩა ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებზე ზეწოლა, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ჟურნალისტებზე და მედიის თავისუფლებაზე ზეწოლა არავის შერჩება, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაურმა ტელეკომპანია „რუსთავი2“–თან დაკავშირებული მოვლენების კომენტარისას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობით მიიღეს, ტელეარხის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია, ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ასევე დაყადაღებულია შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ ქონება, რომელიც „რუსთავი2“–ის 51%–იან წილს ფლობს. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა „რუსთავი2“–ის გარშემო არსებულ ვითარებას პოლიტიკურ დაკვეთას და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.

აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი - Sputnik საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „რუსთავი 2"- ის საქმეს აკვირდება

„ისტორიამ გვანახა, რომ არც ერთ მთავრობას არ გამოადგა ჩარევა, მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობაში, პოლიტიზირებული სამართალდამცავი ორგანოები და არავის შერჩა ჟურნალისტებზე და მედიასაშუალებებზე ზეწოლა. ამან გამოიღო ძალიან ცუდი შედეგი პირველ რიგში ამ მთავრობებთან მიმართბით და რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ირღვევა გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები“, — განაცხადა გიგაურმა. 

„რუსთავი 2"–ის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 4 აგვისტოს სასამართლოს მიმართა და საავტორო უფლებების დარღვევისთვის 500 ათასი აშშ დოლარი და ასევე ტელეკომპანიის უძრავი ქონების მისთვის გადაცემა მოითხოვა. ხალვაში ასევე მოითხოვდა ტელეკომპანიის მთელი ქონების დაყადაღებას სასამართლოს დასრულებამდე. აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. 

 

სექტემბერში „რუსთავი 2"–ის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა თავიანთი მოთხოვნები გაზარდეს და საავტორო უფლებებისათვის დაახლოებით 7,8 მლნ აშშ დოლარი მოითხოვეს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0