საქართველოსა და ჰოლანდიის იუსტიციის მინისტრებმა პატიმართა რეაბილიტაციაზე იმსჯელეს

© https://www.facebook.com/MinistryofJusticeofGeorgiaთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიდერლანდების უშიშროებისა და იუსტიციის მინისტრმა ჰერარდ ადრიან ვან დერ სტიურმა განაცხადა, რომ რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ქართული პროგრამა სანიმუშოა.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მისმა ჰოლანდიელმა კოლეგამ, ჰერარდ ადრიან ვან დერ სტიურმა საქართველოში ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამაზე იმსჯელეს. 

რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამა თითოეული პატიმრისადმი ინდივიდუალურ მიდგომას მოიაზრებს, მათ შორის, განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკის შემცირების ინდივიდუალური გეგმის შედგენასა და პატიმრის გათავისუფლების შემდეგ მისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციაში დახმარებას. პატიმრებს პროგრამაში ჩართვა გათავისუფლებამდე ერთი–სამი თვით ადრე, ნაბაყოფლობით შეუძლიათ. 

თბილისი - Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკმა საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ეფექტურობის მაჩვენებლები შეაფასა

ნიდერლანდების უშიშროებისა და იუსტიციის მინისტრმა ჰერარდ ადრიან ვან დერ სტიურმა განაცხადა, რომ რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ქართული პროგრამა სანიმუშოა. 

„თქვენ გსურთ გაიზიაროთ ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენც შეგვიძლია თქვენგან ვისწავლოთ. მაგალითად, ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია–რეაბილიტაციის პროგრამა, რომელზეც თქვენ საუბრობდით, სანიმუშოა“, — განაცხადა ჰოლანდიელმა მინისტრმა. 

ვან დერ სტიურმა ასევე განაცხადა, რომ მზადაა ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს და ხაზი გაუსვა საქრათველოს მიღწევებს კორუფციასთან ბრძოლაში. 

„ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ყველა საკითხში, რაც ჩვენ ძალებშია — იქნება ეს ექსპერტული, სატრენინგო თუ სხვა სახის დახმარება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შთამბეჭდავია საქართველოს მიღწევები კორუფციასთან ბრძოლის საქმეში“, — თქვა ჰერარდ ადრიან ვან დერ სტიურმა. 

ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის საკითხებში სახელმწიფო პროგრამის ეფექტურობას ხაზი გაუსვა საქართველოს იუსტიციის მინისტრმაც.

„უნდა ვთქვა, რომ პროგრამის ბენეფიციართა შორის განმეორებითი დანაშაულის მხოლოდ ერთეული შემთხვევები არსებობს. და ეს მაშინ, როცა რეაბილიტაციის კურსი ასობით პატიმარმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ვიბრუნებთ ადამიანებს, რომლებმაც შეცდომა ჩაიდინეს და ციხეში მოხვდნენ, მეორე მხრივ კი,  ვიცავთ სა ზოგადოებას განმეორებითი დანაშაულისგან“, — განაცხადა წულუკიანმა. 

თეა წულუკიანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ნიდერლანდებში, რომლის დროსაც დაგეგმილია შეხვედრები ოფიციალურ პირებთან, მათ შორის, ჰააგაში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 

საქართველოში რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოდან მოქმედებს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0