02:01 17 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8660
  • 100 RUB3.9322
  • USD2.4479
ბიძინა ივანიშვილი

ქართველმა მილიარდერმა Forbes-ის რეიტინგში პოზიციები დაკარგა

© RIA Novosti .
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
76301

2008 წელს ივანიშვილს რეიტინგში 143–ე ადგილი ეკავა და ეს მისი ყველაზე მაქსიმალური მაჩვენებელი იყო. მაშინ მისი ქონება 6,4 მლრდ აშშ დოლარად შეფასდა. ქართველი მილიარდერი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში პირველად 2006 წელს გამოჩნდა. იმ პერიოდში მისი ქონების მოცულობა 3,9 მლრდ აშშ დოლარი იყო (173-ე ადგილი მსოფლიოში).

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. Forbes-ის სიაში საქართველოს ერთადერთმა წარმომადგენელმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში თავისი პოზიციები დაკარგა.

ჟურნალ Forbes-ის რეიტინგის თანახმად, საქართველოს ექს-პრემიერ ივანიშვილის ქონება 2015 წელს, ისევე, როგორც 2014 წელს, 5,2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. თუმცა, წელს მისმა პოზიციამ სიაში 270-დან 291-ე ადგილზე გადაინაცვლა.

2008 წელს ივანიშვილს რეიტინგში 143–ე ადგილი ეკავა და ეს მისი ყველაზე მაქსიმალური მაჩვენებელი იყო. მაშინ მისი ქონება 6,4 მლრდ აშშ დოლარად შეფასდა. ქართველი მილიარდერი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში პირველად 2006 წელს გამოჩნდა. იმ პერიოდში მისი ქონების მოცულობა 3,9 მლრდ აშშ დოლარი იყო (173-ე ადგილი მსოფლიოში).

ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიცია „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებაში 2012 წლის ნოემბერში მოვიდა, ჩამოაყალიბა საპარლამენტო უმრავლესობა და ახალი მთავრობა. ერთი წლის შემდეგ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გახდა. 2014 წელს, თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში საკუთარი პოზიციები საბოლოოდ გაიმყარა.

თავად ივანიშვილი, ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, პოლიტიკიდან არასამთავრობო სექტორში გადავიდა, თუმცა, ოპოზიცია ირწმუნება, რომ იგი მთავრობაზე ზემოქმედების ბერკეტს დღემდე ინარჩუნებს.

 

 

მთავარი თემები