თბილისის ზოოპარკის დასახმარებლად კალინინგრადის ზოოპარკმა 80 ათასი რუბლი გადმორიცხა

გამოწერა
1999 წელს ბეჰემოთი ბეგი კალინინგრადის ზოოპარკში ბეჰემოთების წყვილს – ჰანასა და მერის გაუჩნდა, შემდეგ იგი თბილისის ზოოპარკს გადმოსცეს. მთელი დროის განმავლობაში წყვილს 25 ბეჰემოთი შეეძინათ. ბეჰემოთი კალინინგრადის ზოოპარკის სიმბოლოა.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. კალინინგრადის ზოოპარკის თანამშრომლებმა 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზარალებული თბილისის ზოოპარკის დასახმარებლად, სადაც ბეჰემოთი ბეგი ცხოვრობს, 80 ათასი რუბლი ჩარიცხეს. როგორც კალინინგრადის ზოოპარკის თანამშრომლებმა განაცხადეს, ბეჰემოთი ბეგი კალინინგრადში დაიბადა.

თბილისს ძლიერი წვიმა, სეტყვასა და ქართან ერთად, 13 ივნისის ღამეს დაატყდა თავს. სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ქალაქის ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის ზოოპარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი სტიქიამ იმსხვერპლა. ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის მტაცებლები, ქუჩაში აღმოჩნდნენ. მტაცებლების ნაწილის დაძინება და მუნიციპალურ თავშესაფარში დაბრუნება შეძლეს, ნაწილის კი ლიკვიდაცია გახდა საჭირო. ზოოპარკის დასახმარებლად რუსეთის, მათ შორის მოსკოვისა და ლენინგრადის ზოოპარკის ადმინისტრაციამ თანხები გადმორიცხა.

„თბილისის ზოოპარკის ანგარიშზე 80 063 რუბლი გადაირიცხა, რომელიც ერთიანი ძალებით ორი თვის მანძილზე შეგროვდა“, – განაცხადეს კალინინგრადის ზოოპარკის თანამშრომლებმა.

მანამდე, საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ზოოპარკის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე აშენების გადაწყვეტილება მიიღო, რაც შეეხება ძველი ზოოპარკის ტერიტორიას, იგი რეკრეაციულ ზონად გამოცხადდება.

თბილისის ზოოპარკი - Sputnik საქართველო
თბილისის ზოოპარკმა მუშაობა განაახლა

1999 წელს ბეჰემოთი ბეგი კალინინგრადის ზოოპარკში ბეჰემოთების წყვილს – ჰანასა და მერის გაუჩნდა, შემდეგ იგი თბილისის ზოოპარკს გადმოსცეს. მთელი დროის განმავლობაში წყვილს 25 ბეჰემოთი შეეძინათ. ბეჰემოთი კალინინგრადის ზოოპარკის სიმბოლოა.

კალინინგრადის ზოოპარკი რუსეთში ერთ–ერთი ძველი ზოოპარკია, რომელიც 1896 წელს გაიხსნა. მაშინ ზოოპარკში 260 სახეობის 900 ცხოველი ბინადრობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ზოოპარკის გახსნა მხოლოდ 1947 წლისთვის მოხერხდა. 2014 წლის ბოლოსთვის ზოოპარკის კოლექციაში დაახლოებით 298 სახეობის 2 ათასი განსაკუთრებული ჯიშის ცხოველი ბინადრობს, მათ შორის 149 სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0