თბილისში სილამაზის კონკურსი Miss Chinese Cosmos Pageant–ი გაიმართება

© http://gnta.ge/"მის ჩინეთის" კონკურსანტები
მის ჩინეთის კონკურსანტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების ფარგლებში იგეგმება თბილისის ისტორიული უბნების დათვალიერება, კონკურსის მონაწილეები მოინახულებენ ყაზბეგს, გორს, მცხეთას, ყვარელს და სიღნაღს.

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. Miss Chinese Cosmos Pageant–ის  სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩინელი კონკურსანტები უკვე ჩამოვიდნენ, ნახევარფინალი თბილისში, 22 სექტემბერს გაიმართება, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

„მის ჩინეთი“ ბოლო 10 წელია აშშ–ში, ავსტრალიაში, ევროპის ქვეყნებსა და ტაიტის კუნძულზე ტარდება.

კონკურსის ორგანიზატორი – ჩინეთის მძლავრი ტელევიზია Phoenix TV–ია, რომელსაც ევროპის ქვეყნებში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩინეთში 250 მლნ აუდიტორია ჰყავს.

საქართველოში Miss Chinese Cosmos Pageant–ის  ნახევარფინალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.

ღონისძიების ფარგლებში იგეგმება თბილისის ისტორიული უბნების დათვალიერება, კონკურსის მონაწილეები მოინახულებენ ყაზბეგს, გორს, მცხეთას, ყვარელს, სიღნაღს. 

კონკურსანტების მონაწილეობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დაგეგმილია ფილმის გადაღება,რომელსაც  Phoenix TV –ის მაყურებელი 17 ოქტომბერს იხილავს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0