თბილისის ახალი ზოოპარკის მშენებლობა 20-25 მლნ აშშ დოლარი დაჯდება

გამოწერა
ახალი ზოოპარკი თბილისის წყალსაცავთან (თბილისის ზღვა) გაიხსნება. მის მშენებლობას მინიმუმ წელიწადნახევარი დასჭირდება. ძველი ზოოპარკის ტერიტორია კი რეკრეაციულ ზონად გამოცხადდება.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ახალი ზოოპარკის მშენებლობის პროექტი უკვე დამტკიცებულია. მშენებლობა დაახლოებით 50-60 მლნ ლარი (20-25 მლნ აშშ დოლარი) დაჯდება, განაცხადა ზოოპარკის ადმინისტრაციის თანამშრომელმა.

თბილისის გარეუბანში ახალი ზოოპარკის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ 13 ივნისს მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ მიიღო, რომელმაც ქალაქის ცენტრში განთავსებული ზოოპარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად გაანადგურა. სამი თვის შემდეგ ზოოპარკმა განაახლა მუშაობა, თუმცა, ტერიტორიაზე მაინც დარჩა ისეთი ადგილები, რომლებიც აღდგენას არ ექვემდებარებიან.

ზოოპარკის 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი სტიქიას ვერ გადაურჩა. ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის მტაცებლები, ქუჩაში აღმოჩნდნენ. მათი ნაწილი შესაბამისმა სამსახურებმა დააძინეს და მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, ნაწილის კი ადგილზე ლიკვიდაცია გახდა საჭირო. „ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის დაახლოებით 50-60 მლნ ლარი იქნება საჭირო. პირველ ეტაპზე თბილისის მერიამ ტერიტორიის შემოსაზღვრისთვის გამოყო თანხა, ხოლო სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება“, — განუცხადა ზოოპარკის თანამშრომელმა ბიზნეს-სააგენტო „კომერსანტს“. 

მისი თქმით, ახალ ზოოპარკში გადასვლა ხანგრძლივი, თანდათანობითი პროცესი იქნება და ამას რამდენიმე წელი დასჭირდება.

ახალი ზოოპარკი თბილისის წყალსაცავთან (თბილისის ზღვა) გაიხსნება. მის მშენებლობას მინიმუმ წელიწადნახევარი დასჭირდება. ძველი ზოოპარკის ტერიტორია კი რეკრეაციულ ზონად გამოცხადდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0