ხიდაშელი: სამხედრო პირების თვითმკვლელობის მიზეზი ვალები ხდება

© facebook.com/mod.gov.geთინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ნორიოს“ სასწავლო ცენტრის მახლობლად 1 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის რიგითმა საშტატო იარაღით თავი მოიკლა. მანამდე კი, ივნისში, იგივე ბრიგადის ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს კრწანისი სასწავლო ცენტრის ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. აზარტული თამაშების გამო გაჩენილი ვალები სამხედრო მოსამსახურეთა თვითმკვლელობის მიზეზი ხდება, განუცხადა ჟურნალისტებს ბრიფინგზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხუთშაბათს, 3 სექტემბერს. 

მინისტრმა ეს კომენტარი არმიაში სუიციდის მოხშირებული ფაქტების გამო გააკეთა. 

„ნორიოს“ სასწავლო ცენტრის მახლობლად 1 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის რიგითმა საშტატო იარაღით თავი მოიკლა. მანამდე კი, ივნისში, იგივე ბრიგადის ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს კრწანისი სასწავლო ცენტრის ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში. 

„ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია და სტატისტიკა ადასტურებს, რომ ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ ამ ადამიანებს აქვთ ვალები. მათ შორის, აზარტული თამაშებით არიან დაკავებული და ამის გამო სიცოცხლეს ამთავრებენ თვითმკვლელობით“, — თქვა მინისტრმა. 

ხიდაშელმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელი, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირები, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის ფაქტის გამოვლენის „პირველსავე შემთხვევაში შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლდებიან“. 

მინისტრის თქმით, ასევე უკომპრომისო იქნება ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები კანონის დარღვევის შემთხვევაში ასევე გათავისუფლდებიან სამსახურიდან. 

თავდაცვის სამინისტროში გაიხსნება იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი, რომლის კონსულტანტებიც უწყების თანამშრომლებს საჭირო კონსულტაციებს გაუწევს, — შეაჯამა ბრიფინგი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ.

 


ყველა ახალი ამბავი
0