შსს: საქართველოში კრიმინალთან უკომპრომის ბრძოლა გაგრძელდება

© МВД Грузииგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის განცხადებით, კრიმინალთან ბრძოლა უკომპრომისო იქნება და ამ უკომპრომისო ბრძოლაში თითოეულ პოლიციელს სრული მხარდაჭერა ექნება.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ კრიმინალთან ბრძოლა უკომპრომისო იქნება.

„კრიმინალთან ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება. ეს ბრძოლა უკომპრომისო იქნება და ამ უკომპრომისო ბრძოლაში თითოეულ პოლიციელს სრული მხარდაჭერა ექნება“, — აღნიშნა მღებრიშვილმა ხუთშაბათს, 6 აგვისტოს უწყების სამხარეო სამმართველოების უფროსებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე 1 აგვისტოს დაინიშნა. მან ვახტანგ გომელაური შეცვალა, რომელმაც შს მინისტრის პოსტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ დატოვა.


ყველა ახალი ამბავი
0