საქართველოში ახალი სნაიპერული შაშხანა დამზადდა

© http://delta.gov.ge/product/satevari/ახალი სნაიპერული შაშხანა
ახალი სნაიპერული შაშხანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებობს იარაღის 7 მოდიფიკაცია, განსხვავებული კალიბრებით, დანიშნულებითა და ტექნიკური მონაცემებით. თითოეული მოდიფიკაცია აღჭურვილია გრძივად მოსრიალე მექანიკური საკეტით და რეგულირებადი სასხლეტით.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ახალი ტიპის სნაპერული შაშხანა „სატევარი“ შეიმუშავა, იუწყება ცენტრის პრეს-სამსახური.

 „სატევარი” წარმოადგენს მოდულური სქემით დამზადებულ,ზუსტი სროლისთვის განკუთვნილ სნაიპერულ შაშხანას სხვადასხვა მანძილებზე სამუშაოდ. შაშხანის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამხედრო დანიშნულებით, ასევე სპორტული სნაიპინგისთვის. 

არსებობს იარაღის 7 მოდიფიკაცია, განსხვავებული კალიბრებით, დანიშნულებითა და ტექნიკური მონაცემებით. თითოეული მოდიფიკაცია აღჭურვილია გრძივად მოსრიალე მექანიკური საკეტით და რეგულირებადი სასხლეტით.

შაშხანა აღჭურვილია უკანა რეგულირებადი საყრდენი მონოპოდით და წინა ორფეხა ბიპოდით. შაშხანას აქვს სპეციალური სნაიპერული ერგონომიკული, ორთოპედიული სახელური, რომელიც აიოლებს იარაღის მართვას და ნაკლებად ძაბავს ხელის მტევნის კუნთებს, რაც ზუსტი სროლის წინაპირობაა. 

ლულა ბოლოვდება აქტიურ-რეაქტიული 5 კამერიანი ლულის მუხრუჭით, რომელიც სროლისას წარმოქმნილ უკუცემის ენერგიას მნიშვნელოვნად ამცირებს.

ვაზნების მიწოდების სისტემა ორი ტიპისაა, კლასიკური სქემის მჭიდით და ერთეულოვანი დატენვით.

რაც შეეხება მანძილს:

338 GBM და 375 GBM ტიპის ლულებიდან გაშვებული ვაზნა 1,8 კილომეტრ მანძილს გადის; 

300 Normal Magnum ლულიდან გაშვებული ვაზნა 1,4 კილომეტრამდე მანძილზე ზუსტად ხვდება მიზანში. 

338 LM ლულიდან გაშვებული ვაზნა 1.2 კილომეტრით დაშორებულ სამიზნეს ხვდება. 

50 BMG — ყველაზე დიდ მანძილზე ზუსტად სროლისთვის გამოიყენება (დაახლოებით 2,5 კმ);  

308 Winchester მინიმალურ მანძილზე, 800 მეტრზე აზიანებს სამიზნეს. 

როგორც „დელტაში“ აღნიშნავენ, ახლა იარაღი ტესტს გადის, რომლის დასრულების შემდეგაც მისი დამკვეთისთვის მიწოდება იქნება შესაძლებელი.


ყველა ახალი ამბავი
0